1. თითოეული სამხედრო თანამდებობისა და სამხედრო წოდებისთვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დგინდება საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. სამხედრო მოსამსახურე უნდა აკმაყოფილებდეს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს როგორც სამხედრო სამსახურში მიღებამდე, ისე სამხედრო სამსახურის გავლის დროს.

3. სამხედრო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და თანამდებობრივი ინსტრუქცია დგინდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სამხედრო მოსამსახურე თავისი ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად შეიძლება მივლინებით იქნეს წარგზავნილი სხვა საჯარო დაწესებულებაშ