1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი. იგი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის.
3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023
მთავარი მონაცემები
ვადა2 კვირის ვადაში
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (12.10.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 59. სპეციალური სამხედრო აღრიცხვა 1. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე აიყვანება სამხედრო მოსამსახურე ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი. იგი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირის სპეციალურ სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს ის უწყება, რომელშიც იგი სამსახურს გადის. 3. სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში შესაბამისი უწყება ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს –− ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის სპშეცისალურ ბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი ამ სამხედრო მოსამსახურის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.