საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.11.2004
ძალის დაკარგვა 14.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №501
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.896
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-33.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:18.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:none none;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.896
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №501
2004 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანო – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო.
2. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს თანდართული დებულება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებრივი საბჭოს მიზნებს, ამოცანებს, კომპეტენციას და საქმიანობის წესს.
2. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულებისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
3. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით.
მუხლი 2🔗. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა განხილვისა და მინისტრისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების წარდგენის მიზნით შექმნილი მინისტრის სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი. როგორც წესი, საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები.
მუხლი 3🔗. საბჭოს მიზნები და ამოცანები
საბჭოს მიზნები და ამოცანებია:
ა) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრისათვის რეკომენდაციების შემუშავება და წინადადებების მომზადება;
ბ) მინისტრის საქმიანობის ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗. საბჭოს კომპეტენცია
საბჭოს კომპეტენციაში შედის:
ა) სამინისტროში მომზადებული ან წარმოდგენილი კანონპროექტების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;
ბ) დევნილთა, ეკოლოგიურ მიგრანტთა, ლტოლვილთა და რეპატრიანტთა პრობლემატური საკითხების განხილვა;
გ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის დამყარების ორგანიზების საკითხების განხილვა.
მუხლი 5🔗. საბჭოს მუშაობის წესი
1. საბჭოს სხდომას იწვევს და წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი შემადგენლობიდან 6 თვის ვადით.
2. საბჭოს სხდომას თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში წარმართავს საბჭოს მდივანი. საჭიროების შემთხვევაში საბჭოს სხდომას შეიძლება თავმჯდომარეობდეს მინისტრი.
3. საბჭოს მდივანს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭო.
4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მის წევრთა ნახევარი მაინც.
5. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
6. საბჭოს რეკომენდაციები და წინადადებები მიიღება საბჭოს გადაწყვეტილების სახით.
7. საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ.
8. საბჭოს რიგგარეშე სხდომების მოწვევის უფლება აქვს:
ა) მინისტრს;
ბ) საბჭოს თავმჯდომარეს;
გ) საბჭოს წევრთა 1/3-ს.
9. საბჭოს სხდომები იმართება სამინისტროს სხდომათა დარბაზში. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, ესწრება მინისტრი. საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირები.
10. საბჭოს სხდომა შეიძლება გადაიდოს საბჭოს თავმჯდომარის ან მინისტრის მიერ.
11. საბჭოს სხდომის დღის წესრიგის პროექტს, საბჭოს წევრების წინადადებების გათვალისწინებით, ამზადებს საბჭოს თავმჯდომარე და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს. საბჭოს სხდომის დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანის უფლება აქვს მინისტრს.
12. საბჭოს მდივანი დღის წესრიგს გადასცემს საბჭოს წევრებს და აცნობებს სხდომის ჩატარების დროსა და დღის წესრიგს სხდომამდე ერთი კვირით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, დროსა და დღის წესრიგს – სამი დღით ადრე.
13. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 120 წუთს.
14. საბჭოს წევრი უფლებამოსილია დააფიქსიროს განსხვავებული აზრი, რომელიც შეიტანება სხდომის ოქმში.
15. საბჭოს სხდომაში საბჭოს ყველა წევრი მონაწილეობს პირადად. თუ წევრის დასწრება შეუძლებელია, იგი ამის შესახებ წინასწარ ატყობინებს საბჭოს თავმჯდომარეს ან საბჭოს მდივანს.
16. საბჭოს სხდომაზე დამსწრე პირთა აღრიცხვას აწარმოებს მინისტრის აპარატი.
17. საბჭოს სხდომის მიმდინარეობა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
18. საბჭოს სხდომის ოქმის შედგენას, გაფორმებასა და შენახვას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი და სამინისტროს კანცელარია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
19. საბჭოს სხდომის ოქმს თან დაერთვება სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილი მასალები და დოკუმენტები.
20. საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადებით;
ბ) მინისტრის გადაწყვეტილებით, რომელსაც იგი იღებს თავისი ინიციატივით ან საბჭოს წინადადებით.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები
1. საბჭო იქმნება განუსაზღვრელი ვადით.
2. საბჭოს გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი