„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№68
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.017108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №68

2023 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გენერალ გიორგი კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 2 აგვისტოს №515 ბრძანებით (სსმ, 96, 04/08/2010, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.014932) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის პირველი პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა¹“ ქვეპუნქტი:

„ა¹) მართავს ლიცეუმის საქმიანობასთან დაკავშირებულ რისკებს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე