⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.03.2021)
გაუქმებულია:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2004
ძალის დაკარგვა 25.03.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №502
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.897
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,002 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2004 მიღება
25.03.2021 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; color:navy;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:18.0pt; } p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.006.897 საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ბრძანება №502 2004 წლის 26 ნოემბერი  ქ. თბილისი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  ე. ასტემიროვა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს  დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) დებულებით (შემდგომში – დებულება) განისაზღვრება სამმართველოს სტატუსი, სამმართველოს მიზნები და ამოცანები, ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა. დებულება აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 2. სამმართველო არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. 3. სამმართველო უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი). 4. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 2🔗. სამმართველოს მიზნები და ამოცანები სამმართველოს მიზნები და ამოცანებია: ა) სამინისტროს მმართველობის სისტემის რეფორმის ძირითად მიმართულებათა საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროში მონაცემთა ბაზების ელექტრონული ვერსიების შექმნის ხელშეწყობა; ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, დევნილთა, რეპატრიანტთა, ეკოლოგიურ მიგრანტთა აღრიცხვარეგისტრაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში არსებული საჯარო ინფორმაციის კომპიუტერული მომსახურება, დამუშავების ხელშეწყობა და დაცვა; დ) სამინისტროს მართვის სისტემის სრულყოფის კომპიუტერული უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული შესაბამისი სამუშაოების შესრულების კოორდინაცია; ე) სამინისტროს კომპიუტერული ქსელის ინფრასტრუქტურის შექმნისა და კომპიუტერული ადმინისტრირებისათვის საჭირო სამუშაოების შესრულების კოორდინაცია; ვ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპიუტერიზაციის ორგანიზება.     მუხლი 3🔗. სამმართველოს ფუნქციები სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამინისტროს ერთიანი კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების კოორდინაცია და ექსპლუატაცია; ბ) სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, მისი სისტემატური თანხლება და ინფორმაციულ ბაზათა ადმინისტრირება; გ) სამინისტროში არსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელების ფუნქციური ანალიზი; ერთიანი კომპიუტერული ქსელის მომხმარებელთა ასისტირება; დ) სამინისტროს ვებგვერდის მომსახურება და მისი განახლება; ე) სამინისტროს ფუნქციების განხორცილებისათვის კომპიუტერული პროგრამების შემუშავება და მის დანერგვაში მონაწილეობა; ვ) სამინისტროში არსებულ პროგრამულ პაკეტებზე მუშაობა, ტესტირება და გაწყობა; ახალი პროგრამული მოდულების შექმნა, სამინისტროში მომხმარებელთა მოთხოვნის გათვალისწინებით სამუშაო პროგრამების სისტემატური სრულყოფა; ზ) მრავალწერტილიანი კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება; სერვერების სამუშაო, მუდმივი მეთვალყურეობა; თ) ინსტალირებული სისტემების მართვა, ვერსიების განახლება, ახალი სისტემების ინსტალაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნათა გათვალისწინებით; კომპიუტერულ ქსელში ინსტალირებულ სპეციალიზებულ პროგრამულ პაკეტთა ჯგუფის ადმინისტრირება; ი) სერვერებზე ინსტალირებულ მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში ცვლილებების შეტანა და ასლების შექმნა; კ) სამინისტროში მომხმარებლებთან მუშაობა, კომპიუტერულ და პროგრამულ პაკეტებზე მუშაობის წესების ახსნა, მომხმარებელთათვის წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა, პერიოდული სწავლების მოწყობა და ამ მიმართებით მათი მუშაობის კოორდინაცია; შესაბამისი პროგრამული რესურსების რაციონალური განაწილება; ლ) სამინისტროში კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ძირითად მიმართულებათა შესახებ წინადადებების შემუშავება; მ) კომპიუტერული ქსელისა და პარკის ტექნიკური მეთვალყურეობა; დაზიანებული ან მოძველებული მოწყობილობების შეკეთება, განახლება; ნ) კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების შესწავლა და განზოგადება; ო) სამინისტროს კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სფეროში რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება; პ) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.     მუხლი 4🔗. სამმართველოს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა 1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ბ) განსაზღვროს და დაგეგმოს სამინისტროს საინფორმაციო და პროგრამული უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებები; გ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები; დ) მოითხოვოს სამინისტროს თანამშრომლებისაგან კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის წესების დაცვა, შესაბამისი რესურსების რაციონალური გამოყენება; კომპეტენციის ფარგლებში მისცეს მათ შესაბამისი მითითებები და ამ მიმართებით არსებული მდგომარეობის თაობაზე დასვას საკითხი სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე. 2. სამმართველო პასუხისმგებელია თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.     მუხლი 5🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს; გ) თვალყურს ადევნებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე; ვ) წარმოადგენს სამმართველოს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და სამმართველოს სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; თ) შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად; კ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 6🔗. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები 1. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.