ხობის მუნიციპალიტეტის თორსა - დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: თორსა და საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
მიღების თარიღი 08.09.2023
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.106.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში
შემავალი სოფლების: გვიმარონისა და ჭითაუშქურის უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: ბულიშის, გიმოზგონჯილისა და დურღენას უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი
სოფლების: გამოღმა ქარიატა და გაღმა ქარიატა უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: დასახლება, ნოჯიხევი, ზენი, კუთხე ნოჯიხევი და ნაფოშტუს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა - დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: თორსა და საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №26
2023 წლის 8 სექტემბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი სოფლების: თორსა და საბუკიოს უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის შესაბამისად:
1. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა – დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თორსაში არსებულ უსახელო ქუჩებს, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩების შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელები:
პირველ ქუჩას – № 1-ლი ქუჩა;
მეორე ქუჩას – № მე-2 ქუჩა;
მესამე ქუჩას – № მე-3 ქუჩა;
მეოთხე ქუჩას – № მე-4 ქუჩა;
მეხუთე ქუჩას – № მე-5 ქუჩა;
მეექვსე ქუჩას – № მე-6 ქუჩა.
2. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა – დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ თორსაში არსებულ ჩიხებს თანდართულ რუკაზე მონიშნული ჩიხებს შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი;
პირველი ქუჩის პირველ ჩიხს – № 1-ლი ქუჩის I ჩიხი;
მეექვსე ქუჩის პირველ ჩიხს – № მე-6 ქუჩის I ჩიხი.
3. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა – დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საბუკიოში არსებულ უსახელო ქუჩას, თანდართულ რუკაზე მონიშნული ქუჩის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი:
პირველ ქუჩას – № 1-ლი ქუჩა.
4. ხობის მუნიციპალიტეტის თორსა – დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბუკიოში არსებულ ჩიხს თანდართულ რუკაზე მონიშნული შესახვევის შესაბამისად ეწოდოს შემდეგი სახელი;
პირველი ქუჩის პირველ ჩიხს – № 1-ლი ქუჩის I ჩიხი.
5. განკარგულება 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
6. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
7. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
8. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფოთის საქალაქო სასამართლოში (მისამართი; ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №3).
საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე