გაერთიანება უფლებამოსილია:
ა) საქონლის ხარისხის, რეპუტაციისა და ავთენტურობის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული/ბაზარზე განთავსებული საქონლის დასახელების გამოყენების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში კომპეტენტურ უწყებას მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია „გაერთიანების საქმიანობის მონიტორინგის შესახებ ინსტრუქციის“ შესაბამისად;
ბ) მიიღოს შესაბამისი ზომები რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნისა და მასთან პირდაპირ დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად;
გ) მოამზადოს საინფორმაციო მასალები და განახორციელოს ღონისძიებები საქონლისთვის დამატებითი ღირებულების მიმნიჭებელი საქონლის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომხმარებლისთვის მისაწოდებლად;
დ) განახორციელოს ღონისძიებები ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის საქონლის სპეციფიკაციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ე) მიიღოს შესაბამისი ზომები ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების ეფექტიანად განხორციელებისთვის, მათ შორის, ჩაატაროს ეკონომიკური ანალიზი, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელებით ან გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული საქონლის მწარმოებელს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და გაუწიოს კონსულტაცია;
ვ) მიიღოს შესაბამისი ზომები საქონლის ღირებულების გასაზრდელად და საჭიროების შემთხვევაში აღკვეთოს საქონლის რეპუტაციის დამაზიანებელი ან მისთვის რისკის შემქმნელი ქმედებები;
ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
ოფიციალური სიმბოლო და წარწერა,პასუხისმგებლო