ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№792
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.006.904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 143, 08/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.904

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №792

2004 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისდებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ფინანსური პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 18 მარტის №163 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №31, მუხ. 264) დამტკიცებული ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პოლიციის სტრუქტურა შედგება:

ა) პოლიციის აპარატი;

ბ) პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტი;

გ) პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი;

დ) პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი;

ე) პოლიციის სტატისტიკური აღრიცხვისა და საინფორმაციო სამმართველო;

ვ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;

ზ) ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო;

თ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ი) ბუღალტერია.”.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. ოპერატიული აღრიცხვის სამმართველო

ოპერატიული აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: ოპერატიული ინფორმაციის, ოპერატიული აღრიცხვის საქმეების და საიდუმლო თანამშრომელთა აპარატის აღრიცხვა. პოლიციის დანაყოფებისათვის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა. პოლიციის სისტემაში საიდუმლო რეჟიმის, კონსპირაციის დაცვის უზრუნველყოფა და კონტროლი.”.

3. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. სპეციალურ დავალებათა სამმართველო

სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის (მათ შორის, პოლიციის პირადი შემადგენლობის მიერ ჩადენილი დანაშაულის) და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა; როგორც მოკვლევის ორგანო უშუალოდ ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს. კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს პოლიციის უფროსის სპეციალურ დავალებებს.”

4. დებულების მე-9 მუხლს შემდგომ დაემატოს 91 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 91. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო

ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა: პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფების ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სპეციალური საშუალებების და სპეციალიზირებული დანაყოფების გამოყენებით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.”

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2004 წლის 15 დეკემბრიდან.

ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.12.2004.
როდის იქნა მიღებული „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“?
„ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“ მიღებულია 06.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №792. სარეგისტრაციო კოდი — 190.040.000.22.033.006.904.
რამდენი მუხლისგან შედგება „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"“, №792, 06.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.904 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59188/