ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონსკურსო – საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №774
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.907
გამოქვეყნების წყარო სსმ, 145, 09/12/2004
matsne.gov.ge 1,486 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონსკურსო – საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo-Sabechty;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.220.33.006.907 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №774 2004 წლის 1 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შეაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან. ზ. ნოღაიდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზებული კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I .ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №89 ბრძანებით დამტკიცებულ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის II თავის 29-36-ე მუხლებისა და VIII თავის 81-87-ე მუხლების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სისტემის საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების, რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს. II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗 1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებითა და ამ დებულებით, რომელსაც ატარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საკონკურსო-საატესტაციო სპეციალიზებული კომისია. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. სპეციალიზებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ინიშნება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 84-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. სპეციალიზებული კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საჭიროების შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მიწვეულ იქნენ სპეციალისტები.     მუხლი 3🔗 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, დამსწრე წევრთა რიცხვიდან, ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და დამსწრე წევრები, კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს. III. კონკურსი     მუხლი 4🔗 კონკურსი უზრუნველყოფს სახელმწიფო სამსახურის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველასათვის და მისი მიზანია საჯარო მოხელის შერჩევა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად, რეზერვის ფორმირება.     მუხლი 5🔗 1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, სახაზინო სამსახურის წინადადებით აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიურო. 2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 3. სპეციალიზებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.     მუხლი 6🔗 კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების ყველა მოსამზადებელ ორგანიზაციულ საკითხსა და კანდიდატთა განცხადებების მიღებას, მათი საბუთების დადგენილ წესთან შესაბამისობის შემოწმებასა და კომისიისათვის წარდგენას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივანი.     მუხლი 7🔗 სახაზინო სამსახურის მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.     მუხლი 8🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი; ე) ორი ფოტოსურათი (3X4); ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.     მუხლი 9🔗 კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს საკონკურსო ადგილი ან გამოიტანოს განცხადება რეგისტრაციის განმავლობაში შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 10🔗 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრებით ან სპეციალურად შედგენილი პროგრამის საფუძველზე, გამოკითხვის წესით. 2. პროგრამის ან განცხადების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულები.     მუხლი 11🔗 1. საკონკურსო პროგრამა შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, პროგრამის თემატიკა უნდა გამომდინარეობდეს მოხელის ან მოსამსახურის მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკიდან. 2. პროგრამა წერილობითი ფორმით ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა კონკურსანტისთვის. 3. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული კითხვების 75 პროცენტს.     მუხლი 12🔗 საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევის შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია დადგინდეს გასაუბრებით.     მუხლი 13🔗 კომისია კანდიდატის დაუსწრებლად განიხილავს კონკურსის შედეგებს.     მუხლი 14🔗 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას, კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალკ-ცალკე. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 2. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. იმავე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმას, ვისაც სამეცნიერო ხარისხი აქვს, ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი აქვს, ამავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან თვისებებს. 3. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასაბუთებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 15🔗 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის სახელით, მისი ერთ-ერთი უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი _ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 3. საკონკურსო თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 16🔗 კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, ან იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატურის წარმოყენებაზე. IV. მოხელის ატესტაცია     მუხლი 17🔗 1. საჯარო სამსახურში ატესტაციას ექვემდებარება: ა) საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) საჯარო მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი; დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ბ) საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.     მუხლი 18🔗 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს სახაზინო სამსახურის უფროსი, კომისიასთან ერთად. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირებს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა.     მუხლი 19🔗 1. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც უნდა მოიცავდეს მოხელის ყოველმხრივ შეფასებას, ინდივიდუალური თვისებების აღნიშვნით. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია ტარდება წინასწარ მომზადებული პროგრამის მიხედვით ან გასაუბრებით. 4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს გასაუბრების თუ გამოკითხვის შედეგებს. 5. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.     მუხლი 20🔗 1. ატესტაცის კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-15 მუხლით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს დასკვნა: ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ ექვემდებარება ხელახალ ატესტაციას; გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან. 3. კომისია იღებს მოტივირებულ დასკვნას მოხელის შეფასების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ორი დღის ვადაში. 5. მოხელეს, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში.     მუხლი 21🔗 1. ატესტაციის შედეგები მტკიცდება სახაზინო სამსახურის უფროსის ბრძანებით ატესტაციის ჩატარების ერთი კვირის ვადაში. 2. სახაზინო სამსახურის უფროსი, კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას: ა) მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების შესახებ; ბ) წარადგენს მოხელეს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან რიგგარეშე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ; გ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ; დ) წარუდგენს რეკომენდაციებს საქართველოს ფინანსთა მინისტრს (მინისტრის ნომენკლატურა) მოხელის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად.     მუხლი 22🔗 1. დავები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სახაზინო სამსახურის სპეციალიზებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიაში და საპრეტენზიო კომისიაში. V. საჯარო მოხელის რეზერვი     მუხლი 23🔗 საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლება-მოვალეობები და თანამდებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113-120-ე მუხლებით დადგენილი წესით.