„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №91
2010 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 125) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და მე-8 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;“.
2. მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამომძიებლებს, სამინისტროს მრჩევლებს, სამინისტროს მთავარ სპეციალისტებსა და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, კანონით დადგენილი წესით.
5. გამომძიებლების, სამინისტროს მრჩევლების, სამინისტროს მთავარი სპეციალისტებისა და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 19 აპრილიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური