,,საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №234
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის – „ღირსეული დასაწყისი“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 დეკემბრის №273 დადგენილებით (სსმ III, 2007 წ., №180, მუხლი 1980) დამტკიცებულ „ხელმოკლე ოჯახებში დაბადებული ახალშობილების დახმარების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამა – „ღირსეულ დასაწყისში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მოსარგებლე – ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ბავშვის დაბადების დღისთვის ან ბავშვის დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში (მაგრამ არა უგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა) მინიჭებული აქვს 100 000-ის ტოლი ან ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა.“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბარათი არის მატერიალური ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელსაც სააგენტო გასცემს ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. ბარათის მისაღებად მოსარგებლის წარმომადგენელმა ბავშვის დაბადებიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) წლის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 2008 წლის 5 დეკემბრისა, სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში უნდა წარადგინოს განცხადება, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) ახალშობილის მშობლების ან მშობლის (თუ მეორე მშობელი არ ჰყავს) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობა.“.
3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
1. პროგრამის მოქმედების ვადად განისაზღვროს 2008 წლის 31 დეკემბერი.
2. სააგენტომ პროგრამით მოსარგებლეებისათვის ბარათების გაცემა შეწყვიტოს 2008 წლის 8 დეკემბრიდან.
3. პროგრამის განმახორციელებელმა საბანკო დაწესებულებებმა ბარათების მიღება და განაღდება (ანაზღაურება) შეწყვიტონ 2008 წლის 15 დეკემბერს.
4. პროგრამის განმახორციელებელმა საბანკო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მათ მიერ განაღდებული ბარათების რეესტრის სააგენტოსათვის წარდგენა არა უგვიანეს 2008 წლის 19 დეკემბრისა.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი