საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" დამატებების შეტანის შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.006.913
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №267
2004 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის№304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში” დამატებების შეტანის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში” (სსმ III, 2003 წ., №150, მუხლი 1239) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ” ქვეპუნქტი:
„დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დადგენილი მოთხოვნები.“
2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,გ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„გ1) ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების (ბალანსურ ან გარებალანსურ უწყისებში) აღურიცხველობის შემთხვევაში, აღურიცხველობის თითოეულ ფაქტზე 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;“.
3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-81 პუნქტი:
„81 „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამავე კანონის შესაბამისად საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი შემდეგი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ბანკი ჯარიმდება შემდეგი ოდენობით:
ა) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის დადგენილი წესით ან/და დადგე-ნილ ვადებში საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
გ) იდენტიფიკაციის გარეშე ნებისმიერი პირისათვის საბანკო მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
დ) მონიტორიგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ე) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით ან/და დადგენილ ვადებში წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ვ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მანაგაძე