საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 სექტემბრის №115 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№162
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.030.006.915
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 146, 10/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.030.006.915

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №162

2004 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 სექტემბრის №115 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, „საჯარო სამსახურის შესახებ” და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2004 წლის 27 სექტემბრის №115 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №108, მუხლი 937) დამტკიცებულ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და კონკურსის ჩატარების წესის” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეთანხმებით.”.

ბ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის  31 მუხლი:

     „მუხლი 31. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება

კომისიის წევრთა ანაზღაურების პირობები და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან.”.

გ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.

5. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და სხდომის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა;”.

დ) დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კონკურსი

1. კონკურსის დროს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ადგენს კანდიდატის კონკრეტული ვაკანტური თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

2. კონკურსი ტარდება 2 ტურად:

ა) პირველ ტურში ტარდება წერითი გამოცდები უცხო ენებში და ქართულ ენაში;

ბ) მეორე ტურში ჩატარდება გასაუბრება.”

ე) დებულების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. ატესტაციის დრო

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადის განმავლობაში, ატესტაციას ექვემდებარება მომდევნო წელს.”.

ვ) დებულების 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. წერითი გამოცდა

1. წერითი გამოცდის მიზანია გამოსაცდელების მიერ ქართული და უცხო ენების ცოდნის, ამ ენებზე ინფორმაციის გადმოცემისა და ზოგადი ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების გამოვლენა.

2. წერითი გამოცდა ტარდება სამ ეტაპად:

ა) პირველ ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ ერთ-ერთ უცხო ენაში;

ბ) მეორე ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა გამოსაცდელის მიერ წარმოდგენილ საბუთებში მითითებულ მეორე უცხო ენაში;

გ) მესამე ეტაპზე ტარდება წერითი გამოცდა ქართულ ენაში.

3. წერითი გამოცდის ყოველი ეტაპის შემდეგ მიღებული დადებითი შეფასების მიხედვით, გამოსაცდელი დაიშვება გამოცდის მომდევნო ეტაპზე.”.

ზ) დებულების 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 32. წერითი გამოცდის შედეგები

1. წერით გამოცდაზე მიღებულ ქულათა მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 100-ს, ხოლო მინიმალური ოდენობა – 0-ს.

2. დადებითი შეფასების მიღებად ჩაითვლება, თუ გამოსაცდელი მოაგროვებს 70 ქულას.”.

თ) დებულების 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 35. საგამოცდო ბილეთის გამოცხადება

1. წერითი გამოცდის დაწყებამდე კომისიის წევრს საგამოცდო დარბაზში შემოაქვს დალუქული კონვერტი, რომელშიც მოთავსებულია საგამოცდო ბილეთები და გახსნის მას კომისიის წევრთა და გამოსაცდელთა თანდასწრებით.

2. კომისიის ერთ-ერთი წევრი კითხულობს საგამოცდო ბილეთის საკითხებს.”.

ი) დებულების 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 37. გასაუბრება და მასში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები

1.  გასაუბრება ტარდება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატის და/ან მოხელის ზეპირი გამოკითხვის ფორმით, რომლის მიზანია პირის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური და/ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან.

2. გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის გამოსაცდელები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს წერითი გამოცდები და/ან ტესტირება.

3. გასაუბრების მიმდინარეობა აისახება როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმში, ასევე აუდიო და/ან ვიდეო ჩანაწერებში.”.

კ) დებულების 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 38. კონკურსის დროს გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვისა და შეფასების წესი

1. გამოსაცდელის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს გამოსაცდელის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან.

2. კონკურსის დროს გასაუბრებისას კანდიდატის შეფასება ხდება კომისიის თითოეული წევრის მიერ მაქსიმუმ 100 ქულით, მინიმუმ 0 ქულით.

3. კომისიის წევრების მიერ თითოეული კანდიდატის ქულებით შეფასება ხდება სპეციალურად მომზადებულ ბლანკებში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის წევრი.

4. კომისიის წევრების მიერ კანდიდატის შეფასებასთან დაკავშირებით შევსებული სპეციალური ბლანკები გადაეცემა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს წევრს ქულების დაჯამებისა და საბოლოო ქულის გამოთვლის მიზნით.

5. სამდივნოს უფროსი პასუხისმგებელია თითოეული გამოსაცდელის მიმართ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამებისა და საბოლოო შეფასების დადგენის სისწორეზე.

6. ქულების გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: ყველა კომისიის წევრის მიერ დაწერილი ქულების ჯამი გაყოფილი კომისიის წევრების რაოდენობაზე (ვინც მოახდინა შეფასება).

7. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ქულები მიიღეს, კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლით;

8. იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელზეც კანდიდატი გაივლის მხოლოდ გასაუბრების ეტაპს, კანდიდატის განხილვისას შეფასება ხორციელდება მხოლოდ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.”.

ლ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 381 მუხლი:

     „მუხლი 381. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის შედეგები

1. კონკრეტულ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

2. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით.

3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომაზე კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და სხდომის მდივანი.

4. გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა კონკურსის შედეგები უნდა ეცნობოს კანდიდატს წერილობით.

5. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად საკონკურსო-საატესტაციო კომისია წამოაყენებს კანდიდატურას ან უარს ამბობს კანდიდატურის წარმოდგენაზე.

6. საგარეო საქმეთა მინისტრი, კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.

7. კომისიას უფლება აქვს შესთავაზოს კანდიდატს მის განცხადებაში მითითებული ვაკანსიის ალტერნატიული ვარიანტი.”.

მ) დებულების 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 39. ატესტაციის დროს გასაუბრებისას კომისიის მიერ მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

1. ატესტაციის დროს გასაუბრებისას, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მის დახასიათებას და უპასუხებს კომისიის წევრების შეკითხვებს სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე.

2. ატესტაციისას კენჭისყრის და გადაწვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-4 მუხლით.

3. ატესტაციის შედეგების მიხედვით საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას – ექვემდებარება ერთი წლის შემდეგ ხელახალი ატესტაციის გავლას);

დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება არადიპლომატიურ თანამდებობაზე გადაყვანას;

ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება ჩამოქვეითებას;

ვ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;

ზ) უნდა დარჩეს რეზერვში;

თ) გამოყვანილ უნდა იქნეს რეზერვიდან.

4. კომისიის მიერ გამოტანილი დასკვნა თითოეულ მოხელეზე ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და სხდომის მდივანი.

5. ატესტაციის შედეგები შეიტანება საატესტაციო ფურცელში (დანართი 2), რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს.

6. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.

7. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ორი დღის ვადაში, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.”.

ნ) დებულების 41-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 41. ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებული დავები”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. ზურაბიშვილი