📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.09.2023
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11/27
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016579
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/09/2023
matsne.gov.ge 1,046 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.10.2022 ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 06.12.2017 სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 21.12.2017 დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 03.12.2021 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 04.12.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №11/27 2023 წლის 20 სექტემბერი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულება, თანახმად დანართისა.  მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 18 ივლისის  №1/23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016214)მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა დანართი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის დებულება ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს. მუხლი 1🔗. კომისიის სტატუსი 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას. 2. კომისია იქმნება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 28-ე მუხლის, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით. 3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების კონტროლის მიზნით. 4. კომისიის საქმიანობის წესი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით. მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია: ა) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებსა და დასკვნებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების, გენერალური გეგმებისა და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების ნორმებისა და წესების განსაზღვრის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონებად (ისტორიულ-კულტურულ, გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და სხვა სპეციალური ზონების) დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; ბ) განიხილავს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; გ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ; დ) განიხილავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; ე) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების, ქუჩების, მოედნების სახელდების შესახებ; ვ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნის, გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის შესახებ; ზ) განიხილავს ადგილობრივი გზების შენახვისა და განვითარების პროგრამების და გეგმების პროექტებს, საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს; თ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების წესების, ტრანსპორტის მარშრუტებისა და გრაფიკების განსაზღვრის, ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის, ავტომანქანის პარკირების მარეგულირებელი ნორმების დადგენის შესახებ; ი) განიხილავს სატრანსპორტო სისტემის განვითარების მუნიციპალური პროგრამების პროექტებს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ამ პროგრამების დამტკიცებასთან დაკავშირებით; კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების შესახებ; ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების წესების, ბაზრებისა და ბაზრობებისათვის ადგილების გამოყოფის და ორგანიზების წესების შესახებ; მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენასთან დაკავშირებით; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სისტემის, ქსელის, ბაზების, მონაცემთა ბანკების გამოყენების წესების დადგენასთან დაკავშირებით; ო) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს გარე განათების, წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური) და წყალარინების უზრუნველყოფის, ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვასთან დაკავშირებით; პ) განიხილავს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხებს; ჟ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომისია განიხილავს ფიზიკური და იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებს და ახდენს სათანადო რეაგირებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები, საჯარო მოსამსახურეები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების დასაქმებულები, კომისიის მოთხოვნით ვალდებული არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ორგანოების თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ვალდებული არიან, წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 3🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა და გადარჩევა ხდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 28-ე მუხლისა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას; ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას; გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ; დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის; ე) ამ დებულების შესაბამისად, ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში ადგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას; ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს; თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს; ი) კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად; კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას; ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას; მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქციის გადაწყვეტილებით წარდგენილი და დამტკიცებული კომისიის უხუცესი წევრი თუ კომისიის უხუცესი წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მაშინ კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქციის გადაწყვეტილებით წარდგენილი და დამტკიცებული კომისიის შემდეგი უხუცესი წევრი. მუხლი 4🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. მუხლი 5🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტების, სპეციალისტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საკონსულტაციო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის საკონსულტაციო საბჭოს წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე. 3. საკონსულტაციო საბჭო კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავს კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მუხლი 6🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. 2. კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს. საკრებულოს თავმჯდომარე                                                              ალექსანდრე ტყებუჩავა