კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/2172-23
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

080210319003157917

საქმე №2/2172-23

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

 2023 წლის 18 სექტემბერი

 ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

1. მეურვე  სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო;

წარმომადგენელი  ლელა ხაციკიდუ.2. მოვალე  შპს „ქობულეთი ინვესტი“ (ს/ნ 247001845).

3. კრედიტორები (განმცხადებელი).

1. სსიპ შემოსავლების სამსახური.

2. სს „არგო“.

3. სს „კოკა კოლა ბოთლერ ჯორჯია“.

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ქობულეთი ინვესტის“ (საიდენტიფიკაციო კოდი 247001845) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2023 წლის 13 სექტემბერს გაკოტრების მმართველმა, სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ლელა ხაციკიდუმ სასამართლოს წარუდგინა გაკოტრების ანგარიში. წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ გაკოტრების მმართველმა განახორციელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული მოქმედებები. გაკოტრების მმართველმა მოითხოვა თანხის განაწილების გეგმის დამტკიცება, შპს „ქობულეთი ინვესტის“ მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმება.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ქობულეთი ინვესტის“ კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2023 წლის 28 სექტემბერს, 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნის შემოწმება;

ბ) შპს „ქობულეთი ინვესტის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მდებ.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

3. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე – www.matsne.gov.ge, განჩინების გამოქვეყნება დაევალოს მეურვეს. განჩინება ასევე განთავსდეს ელექტრონულ სისტემაში და გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე www.ecourt.ge.

4. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11).

 

მოსამართლე                                                                                                              ციცინო კიკვაძე