საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
მიღების თარიღი 21.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3498-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.09.001.016751
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/09/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.09.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2018 წლის ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმების“ რატიფიცირების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს შპს „დელოიტი და ტუში“.
2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 244 260 ლარით.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები აანაზღაუროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ.
4. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საპენსიო სააგენტოს, აუდიტორულ ფირმასთან (გარე აუდიტორთან) − შპს „დელოიტი და ტუში“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.
5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეშალვა პაპუაშვილი
თბილისი,
21 სექტემბერი 2023 წ.
N3498-XIIIმს-Xმპ