„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №99 |
|
2023 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 14 დეკემბრის №135 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/12/2018, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016682) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) განსაზღვრულ მიმართულებებზე, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო ოპერაციების განხორციელება;” 2. მე-4 მუხლის: ა) პირველ პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) დაზვერვის ცალკეული ასეული;“ ბ) მე-2 პუნქტს „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) დაზვერვის ცალკეული ასეული: ზ1.ა) უზრუნველყოფს განსაზღვრულ მიმართულებებზე, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო ოპერაციების განხორციელებას; ზ1.ბ) მონაწილეობს გაერთიანებულ (ეროვნულ) და საერთაშორისო სწავლებებში; ზ1.გ) უზრუნველყოფს საბრძოლო მომზადების დაგეგმვასა და განხორციელებას; ზ1.დ) მხარს უჭერს სრული სპექტრის ოპერაციების წარმოებას; ზ1.ე) კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში/ოპერაციებში; ზ1.ვ) უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას, აგრეთვე, ზემდგომი ხელმძღვანელობის მითითებებისა და დავალებების შესრულებას;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან. |
|