საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2023
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.138.016514
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/09/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2023 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის - საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.03.2018
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, საჯარიმო ქვითრისა და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 209<sup>3</sup> მუხლითა და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე-35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და აღრიცხვა-წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 135<sup>1</sup> მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2023 წლის 26 სექტემბერი
ქ. ახალციხე
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, ამავე კანონის 25-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’
საქართველოს კანონის 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებით დამტკიცებული „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის’’ მე-17 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი’’ საქართველოს კანონით და „ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საქმისწარმოების დოკუმენტების ფორმების, მათი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების, ჯარიმის გადახდის, გასაჩივრებისა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (ნაწილი I და ნაწილი II) დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – საჯარიმო ქვითრის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის საჭირო ზოგიერთი დოკუმენტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №41 დადგენილება.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების საგანი
წინამდებარე წესი შემუშავებულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონის 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ საქართველოს კანონითა და „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.
მუხლი 2🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით მომარაგება, ოქმის გაცემა და დაბრუნება
1. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს მკაცრი აღრიცხვის ფორმის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის
სტამბური წესით ბეჭდვას.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღება, აღრიცხვა და გაცემა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანებისა და ამ წესის შესაბამისად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების გაცემის, მიღებისა და დაბრუნების აღრიცხვა წარმოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ
საჯარიმო ქვითრის
– ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
3. წინამდებარე წესის მე-3 მუხლის, მე-8 პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, მზადდება 3 ეგზემპლარად, ხოლო იდენტური ინდივიდუალური ნომრის მქონე საჯარიმო ქვითრის ყუა მზადდება 2 ეგზემპლარად. შესაბამისად იბეჭდება/ მზადდება საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი 3 ეგზემპლარად იდენტური ნომრით, რომელთაგან 2 იბეჭდება საჯარიმო ქვითრის ყუით, ხოლო 1– საჯარიმო ქვითრის ყუის გარეშე.
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეები (შემდგომში – უფლებამოსილი პირი).
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს აწარმოებს საქართველოს კანონის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2093 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, ამავე კანონის 240 - 242-ე მუხლების შესაბამისად. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილ პირებს აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი. მითითებული მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება .
3. ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და სანქციის შეფარდება ხორციელდება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ,,ნარჩენების მართვის კოდექსი’’ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებული 31-ე−35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ზემოხსენებული მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების ადგილზე დადების უფლება, თუ სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას და აღნიშნულს ითვალისწინებს კანონი.
4. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება უფლებამოსილი პირის მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დამრღვევს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში.
7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი.
8. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის I ნაწილის:
ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;
გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში: მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან/და ფაქტობრივი); იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამართი და გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი;
ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რაც განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისი მუხლით და მიეთითება ჯარიმის ოდენობა. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა საჭიროებს დამატებით გამოკვლევას აღნიშნული ნაწილი ივსება უფლებამოსილი პირის მიერ არაუგვიანეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გამოვლენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
ზ) იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამისი სამსახურის მხრიდან ადგილზე სახდელის დადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ივსება ის საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც დაბეჭდილია ყუის გარეშე, საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ასეთ შემთხვევაში არ ივსება ოქმის მე-7 პუნქტი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი იგზავნება განსახილველად სასამართლოში.
ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის ან ფაქტობრივი);
თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: კონფისკაციის აქტი, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნაგანმარტება და სხვა. დოკუმენტის არსებობისას მიეთითება რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა;
ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: მიმღები მოლარე, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, მოწმის ხელმოწერა, ოქმის შემდგენლის ხელმოწერა და სამართალდამრღვევის ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა.
9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება შინაარსის შესაბამისად, ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მასში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო დაზიანებული ან/და გაფუჭებული საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები, მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი უფლებამოსილი პირი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არის მოწმე ან სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
11.თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ოქმის შემდგენლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
12. თუ დამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ასლის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს წერილობით, რის შემდეგაც ასლი ითვლება ჩაბარებულად.
13. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის II ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა, ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის- საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.
14. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ჟურნალში.
15. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი საჯარო მოსამსახურე შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
16. უფლებამოსილი პირი შესაძლებელია აღიჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, აღრიცხვა-ანგარიშგების საფუძველი
უფლებამოსილი პირი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის მოთხოვნათა დაცვით.
მუხლი 5🔗.
საჯარიმო ქვითრებით – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებით მომარაგება, გაცემა, წარმოება და დაბრუნება, აღრიცხვის ჟურნალის გაფორმება და შენახვა
1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სათავსო, სადაც ინახება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საჯარიმო ქვითრები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“ .
3. საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემას მის შედგენაზე უფლებამოსილი პირზე, ახორციელებს პირი, რომელიც პასუხისმგებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე.
4. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი, ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.
5. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
6. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება აღრიცხვის ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა” აღრიცხვის ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
7. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
8. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.
9. ჟურნალ(ებ)ი ინახება უფლებამოსილ პირთან და შემდგომში დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.
მუხლი 6🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტით და გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ჩამოწერის აქტში.
3. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის უტილიზაცია ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება
1. პირს, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენისთვის, უფლებამოსილი პირის მიერ, შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი (ჯარიმა), მისი შეფარდებიდან 10 დღის ვადაში შეუძლია გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ხოლო ამავე კოდექისის 208-ე მუხლით და ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შემთხვევაში – სასამართლოში.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად საჩივრის შეტანა, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 8🔗.
ჯარიმის გადახდა
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი ჩადენილი დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗.
სააღსრულებო ფურცლის შედგენა
უფლებამოსილი პირის მიერ სააღსრულებო ფურცლის შედგენა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 10🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
მუხლი 11🔗.
დასკვნითი დებულებები
1. ამ წესში ცვლილების (ცვლილებების) ან/და დამატების (დამატებების) შეტანა ხდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საკითხები, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ წესით, წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.