1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის განისაზღვროს:

ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის: ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 (ორი) ლარის ოდენობით, სოფლების ადმინისტრაციულ ერთეულებში 1 (ერთი) ლარის ოდენობით;

ბ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მშენებლობების გარდა, ყველა სხვა მშენებლობისთვის − 5 (ხუთი) ლარის ოდენობით.

2. ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 1 (ერთი) ლარის ოდენობით.

3. ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს II კლასის ობიექტებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით