სადაზღვევო ორგანოზაციებისა და არასახელმწიფო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№163
სარეგისტრაციო კოდი
290.160.000.19.012.006.934
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 23/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.160.000.19.012.006.934

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №163

2004 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №84, მუხ. 735) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ფოსტის საშუალებით, შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.”;

ბ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონზე: (+995 32) 44 21 80; (+995 32) 93 69 41; ფაქსი: (+995 32) 93 69 41.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე