საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგისათვის გადაცემის წესისი შესახებ და "ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისი შესახებ" საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №101 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.19.012.006.935
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 23/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.006.935

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №164

2004 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” და „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №101 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №101 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, საბროკერო კომპანიის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი საბროკერო კომპანიის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული და გრიფით „კონფიდენციალური“.“;

ბ) მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონზე: (+995 32) 44 21 80; (+995 32)   93 69 41; ფაქსი: (+995 31) 93 69 41.”.

მუხლი 2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №101 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004წ., №84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე, საჭიროების შემთხევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება შესაბამისად დაბეჭდილი კონვერტით, რეგისტრატორის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი რეგისტრატორის სახელწოდება და მისამართი, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული და გრიფით „კონფიდენციალური”.”;

ბ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ უნდა მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონზე: (+995 32) 44 21 80; (+995 32)   93 69 41; ფაქსი: (+995 31) 93 69 41.”.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე