ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ საქართველოს 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.19.012.006.937
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 24/12/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.006.937

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №166

2004 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში „ვალუტის გადამცველელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მინიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2004 წ., №84) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნაბეჭდი (ან ხელით შევსებული) ანგარიშგების ფორმის (აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიწოდება ხდება საიმედოდ დაბეჭდილი კონვერტით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ნომერი (სალიცენზიო რეესტრის მიხედვით), მისამართი და მფლობელის ვინაობა, ადრესატი („საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური”), მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, თავისუფლების მოედანი №7, მე-7 სართული, და კონფიდენციალური ინფორმაციის გრიფი.”;

ბ) მე-9 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების შესახებ შეიძლება მიეწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონზე: (+995 32) 44 21 80; (+995 32) 93 69 41; ფაქსი: (+995 31) 93 69 41.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გეგუჩაძე