საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3549-XIIIმს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
200000000.05.001.021077
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 983 მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).“.

2. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:

„ჰ) „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება (გადაცემა).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

4 ოქტომბერი 2023 წ.

N3549-XIIIმს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.10.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3549-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 200000000.05.001.021077.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3549-XIIIმს-Xმპ, 04.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.021077 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5932016/