სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასალის ქუჩის გაგრძელების შესახებ
მიღების თარიღი 28.09.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-55. 552327119
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.168.016013
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/10/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.09.2023 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გრიგოლაანთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოძისში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჩანადირთკარში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეულის დაბა ფასანაურში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასალის ქუჩის გაგრძელების შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №გ-55. 552327119
2023 წლის 28 სექტემბერი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ სიღნაღში ვახტანგ გორგასლის ქუჩის გაგრძელების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ №239 დადგენილების მეშვიდე მუხლისა და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს სხდომის გადაწყვეტილების (ოქმი №38) საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ქალაქ სიღნაღში გაგრძელდეს ვახტანგ გორგასლის ქუჩა თანდართული რუკის თანახმად და ამ მონაკვეთს ეწოდოს ვახტანგ გორგასლის ქუჩა.
2. დაევალოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიას განკარგულების შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს წინამდებარე განკარგულების დაინტერესებული მხარისათვის გადაგზავნა.
4. ეს განკარგულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ.სიღნაღი ც. დადიანის ქ.№15 ) განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი