ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2023
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.130.016010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/10/2023
matsne.gov.ge 223 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში მდებარე უსახელო პარკისთვის „შინმოუსვლელ გმირთა სახელობის პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 31.10.2023 საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნიგვზარაში მდებარე ხეივნისათვის გიორგი გერასიმეს ძე ხარშილაძის სახელის მინიჭების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 25.11.2022 საჩხერის მუნიციპალიტეტის არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე სოფელ ბახიოთში სახელწოდების არმქონე ქუჩის სახელდების მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 28.02.2025 საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში გოგატიშვილების უბნისათვის ძლევის უბნის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 31.10.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 86% 28.04.2023

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №29 2023 წლის 29 სექტემბერი ქ. საჩხერე ქალაქ საჩხერეში დურმიშიძის ქ. №114-ში მდებარე სკვერისათვის ჭაბუკი ჭიღლაძის სახელის მინიჭების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239  დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის,  ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2023 წლის 21 აგვისტოს №38 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა: მუხლი 1🔗. სამშობლოს თავდაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, ქალაქ საჩხერეში, დურმიშის ქ. №144-ში მდებარე სკვერს (ს/კ 35 01 42 018; დანართი რუკა თან ერთვის) ეწოდოს ჭაბუკი ჭიღლაძის სახელი. მუხლი 2🔗. განკარგულება გაეგზავნოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მუხლი 3🔗. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების  განხორციელება. მუხლი 4🔗. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. მუხლი 5🔗. განკარგულება მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მუხლი 6🔗. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. №3). საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (მოვალეობის შემსრულებელი)                                                                              ირაკლი ჩხიკვაძე