შპს „მაქს ექსპრესსის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და შპს „მაქს ექსპრესსისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№197
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

განკარგულება №197

2023 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

   შპს ,,მაქს ექსპრესსის“ ლიკვიდაციის პროცესის დასრულებისა და შპს ,,მაქს ექსპრესსისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებაზე თანხმობის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 482 მუხლის პირველი პუნქტის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის მე-2 პუნქტის და „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 დეკემბრის №287/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-11-მე-13 პუნქტების საფუძველზე:

1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მაქს ექსპრესს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405256574) გააგრძელოს საქმიანობა ისეთ იურიდიულ პირად, რომელიც არ წარმოადგენს ფინანსურ ინსტიტუტსю

2. დასრულდეს შპს ,,მაქს ექსპრესსის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405256574) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი: 01036002403)ю

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსю

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზეю

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკი 

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი                                                         ნათელა თურნავა