აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/387
2023 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი), რომელიც ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული 2019 წლის 19 თებერვლის ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 29 მაისის №4661-IIს დადგენილებით). პროექტი მოიცავს რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს საავტომობილო გზებს. აღნიშნული პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის აღმოსავლეთ ნაწილის დაბოლოებას განეკუთვნება. მაგისტრალი იწყება თურქეთის საზღვართან, რომელიც ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის გავლით, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებამდე მიდის. პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა ორდონიანი გადაკვეთებით. პროექტი შედგენილია TEM სტანდარტების შესაბამისად. რუსთავიდან ალგეთის გადაკვეთამდე მონაკვეთის (ლოტი 1) სიგრძე 21 კმ-ს შეადგენს, ხოლო ალგეთის კვანძიდან აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე წითელ ხიდამდე მონაკვეთის სიგრძე 10.9 კმ-ია (ლოტი 2). ლოტი 1-ს აქვს ოთხი ორდონიანი გადაკვეთა. ავტომაგისტრალს კვეთს ოთხი ადგილობრივი მნიშვნელობის გზა, რისთვისაც გათვალისწინებულია მართკუთხა კვეთის გზაგამტარების მოწყობა. საავტომობილო გზის მონაკვეთისთვის გათვალისწინებულია 11 ხიდი (საიდანაც 7 მათგანი სახიდე გადასასვლელს წარმოადგენს), რომლებიც ოთხ საგზაო კვანძთან მოეწყობა. ლოტი 2 იწყება ალგეთის კვანძიდან. ამ მონაკვეთზე წარმოდგენილია ორი კვანძი, სადაც მოეწყობა სახიდე გადასასვლელები. ასევე გაშენდება ერთი ორმაგი ხიდი. გარდა ამისა, მონაკვეთზე მოეწყობა ორი დიდი 8.0მ*4.5მ მიწისქვეშა გასასვლელი. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პროექტისთვის ყველაზე შესაფერისია არაარმირებული ბეტონის ხისტი საფარის გამოყენება. ხიდებისთვის, გადასასვლელებისთვის და მისასვლელ გზებთან დამაკავშირებელი კვანძებისთვის გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზის საგზაო უსაფრთხოების პროექტირება შესრულებულია საქართველოს საპროექტო სტანდარტების და მოწინავე საინჟინრო პრაქტიკის თანახმად. საპროექტო გზა დაგეგმილი იყო როგორც მაგისტრალური გზა საპროექტო სიჩქარით 120 კმ/სთ ძირითად სავალ ნაწილზე. ამიტომ ჩქაროსნული გზის პროექტირებისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს მიენიჭა პრიორიტეტი, რათა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი მინიმუმამდე შემცირებულიყო. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ:
ჯეირან მუსტაფაევის (პ/ნ: 28001038563) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8080 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის- 5 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.07.08.104) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
სევდა მუსტაფაევას (პ/ნ:28001038591) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 4 125 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.07.08.102) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ელნარ ბაირამოვის (პ/ნ 28001102165) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8098 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №83.07.08.082) ნაწილის – 2123 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ნურუ მუსთაფაევის (პ/ნ: 28001062567) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 4 731 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.16.099) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ეხტიბარ მამედოვის (პ/ნ: 28001034460) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მე-2 ქესალოში მდებარე 14046 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 7338 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.255) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ვილაიათ მამედოვის (პ/ნ: 28001004160) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 14088 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 2 403 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.16.261) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
პომპულ ქიარიმოვას (პ/ნ: 8001050614) გვარი შეიცვალა ამჟამად ისმაილოვა) საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8079 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 5 069 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.106) ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
აბულფატ ზამანოვის (პ/ნ: 28001014003) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 6441 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.06.15.068) ნაწილის – 1 924 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე;
ამირხან ალიევის (პ/ნ: 28001051486) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე 13 479 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.03.16.459) ნაწილის – 6 619 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.
წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთებზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8080 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:83.07.08.104) მესაკუთრეა ჯეირან მუსტაფაევი (პ/ნ:28001038563);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ჯეირან მუსტაფაევის საკუთრებაში არსებული, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8080 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 5 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.07.08.104);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.102) მესაკუთრეა სევდა მუსტაფაევა (პ/ნ: 28001038591);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა სევდა მუსტაფაევას საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის – 4 125 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.07.08.102);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8098 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №83.07.08.082) მესაკუთრეა ელნარ ბაირამოვი (პ/ნ 28001102165);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ელნარ ბაირამოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8098 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №83.07.08.082) ნაწილი – 2123 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.16.099) მესაკუთრეა ნურუ მუსთაფაევი (პ/ნ: 28001062567);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნურუ მუსთაფაევის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 4 731 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.07.16.099);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მე-2 ქესალოში მდებარე 14046 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.06.16.255) მესაკუთრეა ეხტიბარ მამედოვი (პ/ნ: №28001034460);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ეხტიბარ მამედოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მე-2 ქესალოში მდებარე 14046 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 7338 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.06.16.255);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 14088 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№83.06.16.261) მესაკუთრეა ვილაიათ მამედოვი (პ/ნ: 28001004160);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ვილაიათ მამედოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 14088 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 2 403 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.06.16.261);
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე 13 479 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.03.16.459) მესაკუთრეა ამირხან ალიევი (პ/ნ: 28001051486);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ამირხან ალიევის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე 13 479 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.03.16.459) ნაწილი – 6 619 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 6441 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი:№ 83.06.15.068) მესაკუთრეა აბულფატ ზამანოვი (პ/ნ: 28001014003);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა აბულფატ ზამანოვის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 6441 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.06.15.068) ნაწილი – 1 924 კვ.მ მიწის ნაკვეთი;
საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8079 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.07.08.106) მესაკუთრეა პომპულ ქიარიმოვა (გვარი შეიცვალა ამჟამად ისმაილოვა);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა პომპულ ქიარიმოვას (გვარი შეიცვალა ამჟამად ისმაილოვა) საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8079 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი – 5 069 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: №83.07.08.106);
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 20 სექტემბრის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. აღმოსავლეთ-დასავლეთის გზის მე-4 საინვესტიციო პროექტის რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი – სადახლოს საავტომობილო გზის (ლოტი 1-2) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებებზე:
1.1. ჯეირან მუსტაფაევის (პ/ნ:28001038563) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8080 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 5 758 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.07.08.104);
1.2. სევდა მუსტაფაევას (პ/ნ:28001038591) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 4 125 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.07.08.102);
1.3. ელნარ ბაირამოვის (პ/ნ:28001102165) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8098 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ №83.07.08.082) ნაწილზე – 2123 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.4. ნურუ მუსთაფაევის (პ/ნ: 28001062567) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ მოღანლოში მდებარე 8100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე- 4 731 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.07.16.099);
1.5. ეხტიბარ მამედოვის (პ/ნ:№28001034460) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მე-2 ქესალოში მდებარე 14046 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 7338 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.06.16.255);
1.6. ვილაიათ მამედოვის (პ/ნ: 28001004160) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 14088 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 2 403 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.06.16.261);
1.7. პომპულ ქიარიმოვას (პ/ნ: 28001050614 გვარი შეიცვალა ამჟამად ისმაილოვა) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კურტლიარის საკრებულოში, სოფელ დიდ მუღანლოში მდებარე 8079 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 5 069 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №83.07.08.106);
1.8. აბულფატ ზამანოვის (პ/ნ:28001014003) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეორე ქესალოში მდებარე 6441 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: 83.06.15.068) ნაწილზე – 1 924 კვ.მ მიწის ნაკვეთზე;
1.9. ამირხან ალიევის (პ/ნ:28001051486) საკუთრებაში არსებულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალგეთში მდებარე 13 479 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №83.03.16.459) ნაწილზე – 6 619 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
მინისტრი ლევან დავითაშვილი