მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სქრინინგის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 09.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №273/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016772
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/10/2023
matsne.gov.ge 1,520 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
70 Remittance Information
72 Sender to Receiver Information
MT101 Request for Transfer
MT102 Multiple Customer Credit Transfer
MT103 Single Customer Credit Transfer
MT104 Direct Debit and Request for Debit Transfer Message
MT195 Queries
MT196 Answers
MT198 Proprietary Message
MT199 Free Format Message
MT200 Financial Institution Transfer for its Own Account
MT201 Multiple Financial Institution Transfer for its Own Account
MT202 General Financial Institution Transfer
MT202COV General Financial Institution Transfer
MT203 Multiple General Financial Institution Transfer
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საოპერაციო რისკის მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 77% 26.06.2023 ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 76% 03.05.2023 კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საწყისი პოზიცია 75% 05.01.2018 დროებითი ბანკის ლიცენზირების, მართვისა და ბაზრიდან გასვლის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 75% 29.06.2020 საზედამხედველო ანგარიშგებების სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 74% 22.07.2022

დოკუმენტის ტექსტი

მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სქრინინგის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №273/04 2023 წლის 9 ოქტომბერი ქ. თბილისი მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 47-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების სკრინინგის წესი თანდართულ დანართებთან ერთად. მუხლი 2🔗 კომერციულმა ბანკებმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ  ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი/ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (SWIFT) შეტყობინების  სკრინინგის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოების (შემდგომში – „SWIFT“) შეტყობინებების სკრინინგის ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. 2. ეს წესი  განსაზღვრავს  SWIFT შეტყობინებების კატეგორიებსა და ველებს, აგრეთვე, სიებს, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი და სკრინინგის განხორციელების პროცესისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მოთხოვნებს. 3. ეს წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებსა და  მიკრობანკებზე (შემდგომში – „ბანკები“). 4. ამ წესით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების SWIFT შეტყობინებაზე (კატეგორია 1-იდან (category 1 (series 1xx)) კატეგორია 9-მდე (category 9 (series 9xx)). ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება SWIFT MX შეტყობინებების (ISO 20022) ეკვივალენტურ შეტყობინებებზე. 5. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი SWIFT შეტყობინების სკრინინგის სათანადო კონტროლები და სკრინინგის სისტემა, რათა უზრუნველყონ სრულად შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან. 6. ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს საბანკო სისტემაში დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS) გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებზე. 7. საკორესპონდენტო ურთიერთობის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები ვრცელდება როგორც საქართველოში მოქმედი კორესპონდენტი ბანკების, ასევე რესპონდენტი ბანკების მიმართ. მუხლი 2🔗. სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს სკრინინგი 1. ბანკებს ევალებათ SWIFT შეტყობინებების სკრინინგი განახორციელონ სულ მცირე შემდეგ სიებთან მიმართებით: ა) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (შემდგომში – სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი) მე-2 მუხლით განსაზღვრულ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან; ბ) ბანკების შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქციადაკისრებულ პირთა სიებთან, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სიებისა. 2. ბანკებმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანქციათა რეჟიმების (შემდგომში – „სანქციათა რეჟიმები“) გათვალისწინებით უნდა შეიმუშაონ დამატებითი სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელდეს SWIFT შეტყობინებების სკრინინგი (ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით). აღნიშნული სიები უნდა ითვალისწინებდეს: ა) გეოგრაფიულ დასახელებებს, რომლებიც მოიცავს ქვეყნებს და მათ კოდებს ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, სანქციათა რეჟიმების ქვეშ მყოფ რეგიონებს, ქვეყნის ან რეგიონის ძირითად ქალაქებს, პორტებს და აეროპორტებს; ბ) საკვანძო სიტყვებს, რომლებიც უკავშირდება სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სავაჭრო შეზღუდვებს და სექტორულ სანქციებს; გ) სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული ბანკების BIC მისამართებს. 3. ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და რისკის აპეტიტის გათვალისწინებით, ბანკები ვალდებულნი არიან შეიმუშაონ სია, რომელიც ითვალისწინებს სანქციადაკისრებული პირების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომრებს (ფქსსნ – ISIN), სანქცირებულ ISIN-ებს. მუხლი 3🔗. SWIFT შეტყობინების სკრინინგი 1. ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებული როგორც ადგილობრივი, ასევე, საერთაშორისო ოპერაციების ამ წესის დანართი №1-ით  გათვალისწინებული SWIFT შეტყობინებების სკრინინგი. 2. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგი უნდა განხორციელდეს ავტომატურად. ბანკები ვალდებულნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული სხვა კატეგორიის/კატეგორიების SWIFT შეტყობინებების სკრინინგის პროცესი წარმართონ იმგვარად, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკი და უზრუნველყონ პროცესის ეფექტურობა. 3. ბანკები უფლებამოსილნი არიან არ განახორციელონ ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული გადარიცხვის ოპერაციების დროს MT202COV კატეგორიის SWIFT შეტყობინებების სკრინინგი, იმ შემთხვევაში, თუ ახორციელებენ გადარიცხვის ოპერაციის შესაბამის MT103 კატეგორიის სკრინინგს, MT103 და MT202COV SWIFT მესიჯის გენერირება ხდება ერთდროულად, ავტომატურ რეჟიმში და შეუძლებელია MT202COV SWIFT მესიჯის ველის/ველების მოდიფიცირება. სხვა შემთხვევაში, ბანკები ვალდებულნი არიან მოახდინონ ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული შესაბამისი ველის/ველების ავტომატური სკრინინგი. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი პროცესი იმისთვის, რომ გადარიცხვის MT103 SWIFT მესიჯის სკრინინგის სისტემის მიერ დამატებით შესწავლისთვის შეჩერების შემთხვევაში, ავტომატურად შეჩერდეს დაკავშირებული MT202COV SWIFT მესიჯი. 4. ბანკები უფლებამოსილნი არიან ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების 70 (Remittance Information) და 72 (Sender to Receiver Information) ველების სკრინინგი განახორციელონ მანუალურად, თუ უზრუნველყოფენ ორგანიზაციული რისკის ანალიზისა და შესაბამისი SWIFT შეტყობინების რაოდენობის გათვალისწინებით პროცესის ეფექტურობას.  5.  იმ SWIFT შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ წესის დანართი №1-ით, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ SWIFT შეტყობინების სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები არ ვრცელდება არაავტორიზებულ SWIFT შეტყობინებებზე. მუხლი 4🔗. SWIFT შეტყობინებების ველების სკრინინგი 1. ამ წესის დანართი №1-ით განსაზღვრული MT103, MT202, MT202COV კატეგორიების SWIFT შეტყობინებების მიმართ ბანკები ვალდებულნი არიან განახორციელონ ამ წესის დანართი №2-ით, დანართი №3-ით და დანართი №4-ით გათვალისწინებული ველების სკრინინგი. 2. ბანკები უფლებამოსილნი არიან SWIFT შეტყობინებების ნაცვლად განახორციელონ ბანკის საოპერაციო სისტემაში არსებული მონაცემების ავტომატური სკრინინგი, თუ მასში სრულად აისახება გადარიცხვის/ჩარიცხვის ოპერაციის SWIFT შეტყობინებაში არსებული  ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, SWIFT-ის სხვა კატეგორიის შეტყობინებების მიმართ, ბანკებმა თავად უნდა შეაფასონ თითოეული ველის სკრინინგის საჭიროება სანქციათა რეჟიმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის ან მოახდინონ სრული SWIFT შეტყობინების სკრინინგი ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად. ბანკებს აღნიშნული შეფასება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული. 4. ბანკებს უფლება აქვთ არ განახორციელონ SWIFT შეტყობინებების გარკვეული ველების სკრინინგი ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული რომელიმე სიის მიმართ, შესაბამისი ველის, სიის შინაარსისა და რელევანტურობიდან გამომდინარე. ბანკებს აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისი დასაბუთებით უნდა ჰქონდეთ დოკუმენტირებული.   მუხლი 5🔗. დროის რეალურ რეჟიმში სკრინინგი 1. ბანკებმა SWIFT შეტყობინების სკრინინგი უნდა განახორციელონ რეალურ დროში, ოპერაციის შესრულებამდე, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში შეძლონ ოპერაციის უარყოფა/ბლოკირება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული წერილობითი მითითების ან/და შიდა ინსტრუქციის შესაბამისად. 2. ბანკებმა  უნდა უზრუნველყონ სატესტო გარემოს არსებობა SWIFT შეტყობინებების სკრინინგისთვის, რომელიც ზუსტად ასახავს ოპერაციების განხორციელების რეალურ გარემოს. მუხლი 6🔗. დამთხვევის ალგორითმი 1. ბანკებს უნდა ჰქონდეთ დანერგილი შესაბამისი ალგორითმი იმისთვის, რომ დააიდენტიფიცირონ მცირე სახესხვაობები/ალტერაციები და ტრანსლიტერაციები. 2. ბანკებს გაანალიზებული უნდა ჰქონდეთ დამთხვევის ალგორითმი და მისი ეფექტურად ფუნქციონირების შემოწმებისთვის უნდა ახორციელებდნენ მის რეგულარულ ტესტირებას სახესხვაობებით/ალტერაციებით და ტრანსლიტერაციებით.  მუხლი 7🔗. განმეორებული ოპერაციის იდენტიფიცირება ბანკებს დანერგილი უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მექანიზმები იმ პოტენციური ოპერაციის განმეორების შემთხვევის იდენტიფიცირების მიზნით, რომელიც უკვე იყო სანქციათა რეჟიმებთან დაკავშირებული მიზეზით უარყოფილი/დაბლოკილი. მუხლი 8🔗. დამთხვევის განხილვის პროცესი 1. სკრინინგის სისტემის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი ბანკების შესაბამისი თანამშრომლების მიერ, რათა დარწმუნდნენ, რომ ოპერაციაში არ მონაწილეობს სანქცირებული პირი და სახეზე არ არის სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობა. 2. თუ ბანკები ვერ ადასტურებენ SWIFT ოპერაციის დროს კავშირის არარსებობას სანქციადაკისრებულ პირთან და სანქციების დარღვევის/გვერდის ავლის მცდელობასთან, ოპერაცია უარყოფილი უნდა იქნეს ან დაიბლოკოს საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტის/წერილობითი მითითებისა ან/და შიდა ინსტრუქციის მოთხოვნების გათვალისწინებით. დანართი №1 MT101 Request for Transfer MT102 Multiple Customer Credit Transfer MT103 Single Customer Credit Transfer MT104 Direct Debit and Request for Debit Transfer Message MT195 Queries MT196 Answers MT198 Proprietary Message MT199 Free Format Message MT200 Financial Institution Transfer for its Own Account MT201 Multiple Financial Institution Transfer for its Own Account MT202 General Financial Institution Transfer MT202COV General Financial Institution Transfer MT203 Multiple General Financial Institution Transfer MT204 Financial Markets Direct Debit Message MT205 Financial Institution Transfer Execution MT205COV Financial Institution Transfer Execution MT295 Queries MT296 Answers MT298 Proprietary Message MT299 Free Format Message MT304 Advice/Instruction of a Third Party Deal MT321 Instruction to Settle a Third Party Loan/Deposit MT330 Call/Notice Loan/Deposit Confirmation MT395 Queries MT396 Answers MT398 Proprietary Message MT399 Free Format Message MT400 Advice of Payment MT430 Amendment of Instructions MT450 Cash Letter Credit Advice MT455 Cash Letter Credit Adjustment Advice MT495 Queries MT496 Answers MT498 Proprietary Message MT499 Free Format Message MT516 Securities Loan Confirmation MT518 Market-Side Securities Trade Confirmation MT519 Modification of Client Details MT540 Receive Free MT541 Receive Against Payment MT542 Deliver Free MT543 Deliver Against Payment MT565 Corporate Action Instruction MT595 Queries MT596 Answers MT598 Proprietary Message MT599 Free Format Message MT700 Issue of a Documentary Credit MT701 Issue of a Documentary Credit MT705 Pre-Advice of a Documentary Credit MT707 Amendment to a Documentary Credit MT708 Amendment to a Documentary Credit (Continued) MT710 Advice of a Third Bank’s or a Non- Bank’s Documentary Credit MT711 Advice of a Third Bank’s Documentary Credit MT720 Transfer of a Documentary Credit MT721 Transfer of a Documentary Credit MT732 Advice of Discharge MT750 Advice of Discrepancy MT752 Authorisation to Pay, Accept or Negotiate MT754 Advice of Payment/Acceptance/Negotiation MT759 Ancillary Trade Structured Message MT760 Guarantee MT767 Guarantee Amendment MT795 Queries MT796 Answers MT798 Proprietary Message MT799 Free Text Format MT995 Queries MT996 Answers MT998 Proprietary Message MT999 Free Format Message დანართი №2 MT103 Header Block 1 Message Sender (BIC) Header Block 2 Message Receiver (BIC) 50a Ordering Customer 51A Sending Institution 52a Ordering institution 53a Sender’s Correspondent 54a Receiver’s Correspondent 55a Third Reimbursement Institution 56a Intermediary Institution 57a Account with Institution 59a Beneficiary Customer 70 Remittance Information 72 Sender to Receiver Information დანართი №3 MT202 Header Block 1 Message Sender (BIC) Header Block 2 Message Receiver (BIC) 52a Ordering institution 53a Sender’s Correspondent 54a Receiver’s Correspondent 56a Intermediary Institution 57a Account with Institution 58a Beneficiary Institution 72 Sender to Receiver Information დანართი №4 MT202COV Header Block 1 Message Sender (BIC) Header Block 2 Message Receiver (BIC) 50a Ordering Customer 52a Ordering Institution 53a Sender’s Correspondent 54a Receiver’s Correspondent 56a Intermediary Institution 57a Account with Institution 58a Beneficiary Institution 59a Beneficiary Customer 70 Remittance Information 72 Sender to Receiver Information