ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის ორგანიზების თაობაზე

მიღების თარიღი 18.01.2005
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №16/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.007.021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,388 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.01.2005 მიღება
13.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის ორგანიზების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:18.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-18.7pt; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.090.020.22.035.007.021 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №16/ნ 2005 წლის 18 იანვარი ქ. თბილისი ელექტროენერგიის შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) საფასურის კომპენსაციის ოდენობების განსაზღვრისა და გაცემის ორგანიზების თაობაზე ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციით შეცვლის მიზნით, დამტკიცდეს საქართველოში შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციით შეცვლის ოდენობები და გაცემის თანდართული წესი. 2. ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნული ღონისძიებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა (ზ. სოფრომაძე) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ ბრძანების შესასრულებლად.  4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. ფრუიძე მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის (მ.შ. ომის მონაწილეები და მათთან გათანაბრებული პირები) მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ფულადი კომპენსაციით შეცვლის ოდენობები და გაცემის წესი     მუხლი 1🔗. ელექტროენერგიაზე ლიმიტირებული შეღავათების მქონე მოსახლეობისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობები ელექტროენერგიაზე შეღავათებით მოსარგებლე მოსახლეობის კატეგორიებს განესაზღვროს ფულადი კომპენსაცია შემდეგი ოდენობით: ა) ომის ინვალიდებს – ყოველთვიურად 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 23 ლარის ოდენობით; ბ) 70 წელს გადაცილებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 23 ლარის ოდენობით; გ) მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ქვრივებს – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით; დ) ტერიტორიული მთლიანობისათვის და დამოუკიდებლობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს – ყოველთვიურად 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 23 ლარის ოდენობით; ე) ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირებს – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით; ვ) ომის მონაწილეებს – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით; ზ) სამხედრო ძალების ვეტერანებს – ყოველთვიურად 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 12 ლარის ოდენობით; თ) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს – ყოველთვიურად 2,5 ლარის ოდენობით, ხოლო თბილისში მაცხოვრებლებს – 3,5 ლარის ოდენობით; ი) ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – ყოველთვიურად 2,5 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 3,5 ლარის ოდენობით; კ) პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – ყოველთვიურად 2,5 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 3,5 ლარის ოდენობით; ლ) პერსონალურ პენსიონრებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებს – ყოველთვიურად 2,5 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებს – 3,5 ლარის ოდენობით.     მუხლი 2🔗. ელექტროენერგიაზე არალიმიტირებული შეღავათების მქონე მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის ოდენობები 1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის (შემდგომში – 9 აპრილის დარბევის) შედეგად დაღუპულთა ოჯახის შრომისუუნარო წევრებისა და 9 აპრილს დარბევის შედეგად დაინვალიდებული პირებისათვის ფულადი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებლებისთვის – 23 ლარით. 2. 9 აპრილის დარბევის მონაწილეებისათვის ფულადი კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 11 ლარით. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ელექტროენერგიის მეტი ოდენობით მოხმარების შემთხვევაში, დამატებით მოხმარებული ელექტრონერგიის კომპესანცია განხორციელდეს დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. კომპესაციის დანიშვნისა და გაცემის წესი 1. სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის (შემდგომში – ფონდი) რაიონული ფილიალი ახდენს ამ წესის პირველი მუხლით და მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციართა იდენტიფიცირებას შესაბამის რაიონებში პენსიის მიმღებ პირებთან. შემდგომი დამუშავების შემდეგ და დაანგარიშებული საკომპენსაციო თანხების განაცხადი, რაიონული ფილიალის უფროსის დამოწმებით პენსიების განაცხადთან ერთად იგზავნება ფონდის ცენტრალურ ოფისში, სადაც დგება კომპენსაციის მიმღებთა საერთო სიები. 2. კომპენსაციის მიმღები პირები, რომლებიც არ ითვლებიან პენსიის მიმღებად და არ იმყოფებიან ფონდის აღრიცხვაზე (9 აპრილის დარბევისა და ომის მონაწილეები), ვალდებულნი არიან საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფონდის რაიონულ ფილიალს მიმართონ განცხადებით და წარადგინონ: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და რეგისტრაციის მოწმობის ასლები დედნებთან ერთად; ბ) 9 აპრილს დაზარალებულმა პირებმა, რომლებიც არ იღებენ პენსიას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული მოწმობა; გ) ომის მონაწილეებმა, რომლებიც არ იღებენ პენსიას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობა. 3. ფონდის მუშაკი პრედენდენტის მიერ წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე ადგენს მის უფლებრივ საკითხს ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ, რის შემდეგ ფონდის რაიონული ფილიალის უფროსის მიერ დამოწმებული, დამუშავებული სიები სათანადო თანხების ჩვენებით იგზავნება ფონდის ცენტრალურ ოფისში. კომპენსაცია გაიცემა კალენდარული წლის დასაწყისიდან. 4. კომპენსაციის მიმღებ პირთა (9 აპრილის დარბევის და ომის მონაწილეები) ელექტროენერგიაზე შეღავათების ფულადი კომპენსაციით შეცვლის უფლების მიღების ინფორმირებისათვის, შესაბამისი ტერიტორიული ერთეულების ადგილობრივ მმართველობით ორგანოებს (გამგეობები) ეთხოვოთ შეატყობინონ მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ბენეფიციარს (9 აპრილის დარბევისა და ომის მონაწილეები) ამავე ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციის მიღებისათვის საჭირო ინფორმაცია. 5. კომპენსაცია პენსიონერებზე გაიცემა პენსიასთან ერთად. 6. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მიმღები არ იღებს პენსიას და ფონდში არ იმყოფება აღრიცხვაზე, ბენეფიციარს ფულადი კომპენსაცია ჩაერიცხება ფონდის მიერ გახსნილ ანგარიშზე. 7. კომპენსაციის მიმღები პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალებამდე მიუღებელი თანხა გაიცემა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. კომპენსაციის მიმღები პირები, რომელებიც კანონმდებლობით ელექტროენერგიაზე 100%-იანი და 50%-იანი შეღავათით სარგებლობენ საკომპენსაციო თანხებს მიიღებენ შემდეგი მეთოდით: ა) 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის შრომისუუნარო წევრებისა და  9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებული პირებისათვის კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 16 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 23 ლარით, რომლის გადაანგარიშება მოხდება კვარტალში ერთხელ; ა.ა.) თუ წარმოდგენილი ქვითრებით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული, ვიდრე საკომპენსაციო თანხაა საამისოდ გაცემული, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის საკომპენსაციო თანხებით შევსება. ა.ბ.) თუ წარმოდგენილი ქვითრებით გახარჯულია ნაკლები ელექტროენერგია, ვიდრე გაცემულია საკომპენსაციო თანხა, მაშინ მისი გაცემა უნდა შეჩერდეს წარმოქმნილი ნაშთის დაფარვამდე; ბ) 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევის მონაწილეებისათვის კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად განისაზღვროს 8 ლარის ოდენობით, ხოლო ამ კატეგორიის თბილისში მაცხოვრებელთათვის – 11 ლარით, რომლის გადაანგარიშება მოხდება კვარტალში ერთხელ: ბ.ა.) თუ წარმოდგენილი ქვითრებით მეტი ელექტროენერგიაა გახარჯული, ვიდრე საკომპენსაციო თანხაა გაცემული, მაშინ უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გახარჯული ელექტროენერგიის საფასურის 50%-მდე შევსება საკომპენსაციო თანხებით; ბ.ბ.) თუ წარმოდგენილი ქვითრებით გახარჯულია ნაკლები ელექტროენერგია, მაშინ საკომპენსაციო თანხების გაცემა უნდა შეჩერდეს წარმოქმნილი ნაშთის დაფარვამდე.     მუხლი 4🔗. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამოსილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი უზრუნველყოფს: ა) კომპენსაციის მიმღებთა სიების ელექტრონული ვერსიის დამუშავებას; ბ) კომპენსაციის თანხების დაფინანსებისათვის სათანადო საბუღალტრო დოკუმენტაციის მომზადებას; გ) კომპენსაციის მიმღებთა კონტინგენტის მოძრაობისა და დაფინანსების მდგომარეობის შესახებ კრებსითი ინფორმაციის წარდგენას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, ბიუჯეტიდან დაფინანსებული თანხების გაცემიდან ორი კვირის განმავლობაში.