ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განსაზღვრის თაობაზე

მიღების თარიღი 10.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №398
სარეგისტრაციო კოდი 050000000.10.003.024231
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/10/2023
matsne.gov.ge 797 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ინფორმაცია − მონაცემთა ერთობლიობა, რაც აუცილებელია გადასახდელი ჰონორ
არის ოდენობის დასადგენად: მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოების შემთხვევაში − მხოლოდ მწარმოებლის, წარმოებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და თვითღირებულების შესახებ, ხოლო იმპორტირებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების შემთხვევაში − მხოლოდ იმპორტიორების, მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო  ღირებულების შესახებ
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი 87% 14.06.2023 საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 25.04.2005 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბაჰამის თანამეგობრობის მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერა)   გიორგი თაბუაშვილი შემოსავლების სამსახურის უფროსი 86% 04.11.2016 სპეციალიზებული სააგენტოების პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ კონვენცია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 21.11.1947 „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 31.12.2021

დოკუმენტის ტექსტი

ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №398 2023 წლის 10 ოქტომბერი ქ. თბილისი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესის დამტკიცებისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების განსაზღვრის თაობაზე მუხლი 1🔗 „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის  21-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის 3 ივლისის №3450-XIIრს-Xმპ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი“ და  განისაზღვროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და დაწესებულებები, დანართ №1-ის შესაბამისად.   მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვისა და დამუშავების წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის (შემდგომში − ორგანიზაცია) მიერ მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების დამამზადებლებისა და იმპორტიორებისგან, აგრეთვე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან მოპოვებული ინფორმაციის შენახვასა და დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე იმ სახელმწიფო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს, რომლებიც ორგანიზაციას კონფიდენციალურობის დაცვით გადასცემენ ინფორმაციას. მუხლი 2🔗. ტერმინთა  განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ორგანიზაცია − „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია; ბ) სათანადო სუბიექტი − ამ წესის საფუძველზე ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ინფორმაციის დამუშავებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი; გ) არაუფლებამოსილი პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც კანონმდებლობით არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება ამ წესით განსაზღვრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; დ) ინფორმაცია − მონაცემთა ერთობლიობა, რაც აუცილებელია გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად: მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოების შემთხვევაში − მხოლოდ მწარმოებლის, წარმოებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და თვითღირებულების შესახებ, ხოლო იმპორტირებული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების შემთხვევაში − მხოლოდ იმპორტიორების, მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების სახეობის, რაოდენობისა და საბაჟო  ღირებულების შესახებ; ე) ინფორმაციის დამუშავება − ინფორმაციის მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება ნებისმიერი ფორმით, დაჯგუფება ან კომბინაცია, წაშლა ან განადგურება; ვ) მწარმოებელი/იმპორტიორი − პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა მწარმოებელი/იმპორტიორი. თავი II.  ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის დამუშავების წესი მუხლი 3🔗. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. ორგანიზაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მწარმოებლებისა და იმპორტიორებისაგან, ასევე შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისგან ჰონორარის ოდენობის დადგენის მიზნით მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა და არ გადასცეს იგი არაუფლებამოსილ პირს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, ორგანიზაცია შეიმუშავებს და ამტკიცებს კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტს. კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტი, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს: ა) მატერიალური ფორმით არსებული ინფორმაციის დალუქვის წესსა და შენახვის პირობებს; ბ) ელექტრონული ფორმით არსებული ინფორმაციის შენახვის წესსა და იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებზეც განთავსდება ასეთი ინფორმაცია; გ) ინფორმაციის დაცვაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ის თანამდებობას/ პოზიციას. 3. ორგანიზაცია ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკის დოკუმენტი დამტკიცებისთანავე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – „საქპატენტს“. 4. ორგანიზაციაში დასაქმებული პირები ვალდებულნი არიან, დაიცვან ამ წესის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა,  რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მუხლი 4🔗. ინფორმაციის გამოთხოვა სახელმწიფო ორგანიზაცია/დაწესებულება, მათთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ასევე მწარმოებელი/იმპორტიორი ვალდებულნი არიან, ორგანიზაციას გადასცენ მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. მუხლი 5🔗. ინფორმაციის შენახვისა და გამოყენების სტანდარტი 1. ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო დამუშავებისაგან. 2. ორგანიზაცია ვალდებულია, ინფორმაცია გამოიყენოს მხოლოდ ავტორთა და საავტორო უფლების სხვა მფლობელთათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობის დასადგენად. 3. ორგანიზაცია იმ დასაქმებულ პირთაგან, რომელთა საქმიანობა, აუცილებლობის ფარგლებში, პირდაპირ უკავშირდება ინფორმაციის დამუშავებას და მოითხოვს ამ ინფორმაციაზე წვდომას, განსაზღვრავს სათანადო სუბიექტთა წრეს. 4. დაუშვებელია ინფორმაციაზე სხვა პირების წვდომა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.   5. ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირ(ებ)ი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფენ ინფორმაციის შენახვას იმგვარად, რომ იგი ხელმისაწვდომი არ გახდეს არაუფლებამოსილი პირისთვის. 6. ინფორმაცია შეიძლება, შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია ინფორმაციის დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება ინფორმაცია, ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს. მუხლი 6🔗. ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გაცემა ორგანიზაციის მიერ ინფორმაციის გაცემა დასაშვებია შესაბამისი სუბიექტის (მწარმოებლის/იმპორტიორის) სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობა ამ წესის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №1 სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების ჩამონათვალი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის სახელმწიფო ორგანიზაციებად და დაწესებულებებად განისაზღვროს: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.