საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
1. დაემატოს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსს შემდეგი შინაარსის 2461 მუხლი:
„მუხლი 2461. გაზის ქსელების დაცვის წესების ან გაზით სარგებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
გაზის ქსელების დაცვის წესების ან მოსახლეობის მიერ გაზით სარგებლობის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, ჩადენილი ასეთივე დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის ზომების შეფარდების შემდეგ, –
ისჯება გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით ორას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, რასაც არსებითი ზიანი მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით იმავე ვადით, ან ჯარიმით სამას მანეთამდე.
იგივე ქმედობა, რასაც სიკვდილი ან სხეულის მძიმე დაზიანება მოჰყვა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 2461 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებს წინასწარ გამოიძიებენ პროკურატურის ორგანოების გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი
თბილისი, 1985 წლის 25 ივნისი,
N148-XI
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.1985.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 25.06.1985. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №148. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.1985 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“, №148, 25.06.1985, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.1985). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5938664/