„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.153.016673
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2023 წლის 11 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

 

„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში (matsne.gov.ge, 010250020.35.153.016639, 13/01/2023), კერძოდ: დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 18. 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) დაავადებული პირების საკურორტო  დახმარება

1. ამ მუხლით დახმარება მიეცემა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 18-წლამდე ასაკის შაქრიანი დიაბეტით (ინსულინ დამოკიდებული) დაავადებულ პირებს.

2. მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის საფუძველზე, ერთ ბენეფიცარზე საკურორტო  მომსახურება დაფინანსდება წელიწადში არაუმეტეს  1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

3. პროგრამით მოსარგებლეს უფლება აქვს ისარგებლოს მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ შერჩეულ საქართველოს კურორტებზე  არსებულ სასტუმროებში.

4. ბენეფიცარის დაფინანსება მოხდება მის კანონიერ წარმომადგენელთან ერთად.

5.ბენეფიციარის კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების  მოწმობა და არასრულწლოვანის რეგისტრაციის  ბარათი;

დ) ფორმა N100;

ე) დახმარების მიმღების  მიერ არჩეული სასტუმროს რეკვიზიტები და ინვოისი;

6. თანხის გადარიცხვა მოხდება სასტუმროდან წარმოდგენილი შესრულებული მომსახურების, ფაქტობრივი ხარჯთაღრიცხვის  მიხედვით.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ელოშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.10.2023.
როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 11.10.2023. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.153.016673.
რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023წლის 12 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №35, 11.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016673 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5938856/