საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.01.2005
ძალის დაკარგვა 19.10.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №41
სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.028
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 26/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:21.3pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.007.028
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №41
2005 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, ამოცანებს, ფუნქციებს და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, ,,ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ” საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე.
4. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) სამინისტროს ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა;
გ) სამინისტროს ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება და კონტროლი, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ანალიზი;
დ) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება, შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულების მომზადებისა და გაფორმების ორგანიზაცია;
ვ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
ზ) სამინისტროს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება. კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და მათი დროულად წარდგენა შესაბამის უწყებებში;
თ) ყოველკვარტალურად სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დეტალური ანალიზის წარდგენა;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზი;
კ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
ლ) სამინისტროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის განხორციელება;
მ) ყოველწლიურად სამინისტროსათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა, შესაბამისი დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვა და დამტკიცება;
ნ) სამინისტროს კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების ორგანიზაცია.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
1. დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმები და მათი შესრულებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროს საშტატო რაოდენობისა და საშტატო განაკვეთების განსაზღვრასთან დაკავშირებით;
გ) განსაზღვროს და დაგეგმოს სამინისტროს ფუნქციონირებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები;
ე) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები და წერილები კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მიიღოს მონაწილეობა კონფერენციებსა და სემინარებში.
2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისი ამოცანებისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრს;
ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საფინანსო სამმართველოს უფროსი.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი იყოფა ორ სამმართველოდ.
2. სამმართველოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის სამმართველოებია:
ა) საფინანსო სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.
4. საფინანსო სამმართველოს უფროსი ხელს აწერს ყველა იმ დოკუმენტს, რომლებიც დაკავშირებულია სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობასთან.
5. საფინანსო სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
6. საფინანსო სამმართველო იყოფა ორ განყოფილებად:
ა) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებისა და საგეგმო-ეკონომიკური განყოფილება.
7. განყოფილების საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
მუხლი 6🔗. საფინანსო სამმართველო
1. საფინანსო სამმართველოს ფუნქციებია:
ა) საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა ინსტრუქციებისა და ცალკეულ მითითებათა შესაბამისად;
ბ) წინასწარი კონტროლის განხორციელება საფინანსო საბუთების დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე;
გ) კონტროლის განხორციელება სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვაზე;
დ) სამინისტროს მუშა-მოსამსახურეთა ხელფასების, პრემიებისა და სხვა გასაცემი თანხების დროული დარიცხვა და გაცემა;
ე) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებათა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა;
ვ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში წარდგენა;
ზ) კონტროლის დაწესება მატერიალური ფასეულობების დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლოატაციის ადგილებში;
თ) ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშების და სხვა საბუთების შენახვა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარება;
ი) სამინისტროს ფუქციების განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვების განსაზღვრა და დაგეგმვა.
2. აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მემორიალურ-ორდერული ფორმით; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით;
ბ) შემოწმებული და აღსარიცხავად მიღებული საბუთების სისტემატიზირებას ქრონოლოგიური წესით და გაფორმებას ორდერებით; გაფორმებული ორდერების რეგისტრაციას დადგენილი წესით;
გ) ბუღალტრულ დავთრებში ჩაწერის დაწყებამდე ყველა პირველადი დოკუმენტის დანომვრას და აკინძვას; სინთეზური ბრუნვათა უწყისის წარმოებასა და საბუღალტრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობის წარმართვას;
დ) სამინისტროს ნაერთი ბალანსის შედგენას.
3. სახელმწიფო შესყიდვებისა და საგეგმო-ეკონომიკური განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენას კანონმდებლობის შესაბამიად;
ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების პერიოდულ, კვარტალურ და წლიურ სტატისტიკურ ანგარიშების შედგენას;
გ) სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტენდერების, ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განხორციელებული შესყიდვების საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და შენახვას დადგენილი წესით;
დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელებას;
ე) საანგარიშო წლის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შედგენა-დაგეგმვას;
ვ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკურ ანალიზს.
მუხლი 7🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების (ინვენტარის, მცირეფასიანი საგნების, საკანცელარიო ნივთების, საავტომობილო საწვავის, ძირითადი საშუალებების და სხვა) განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე (საქონლის, მომსახურების და სამუშაოების) შესაბამისი განაცხადის წარდგენა;
გ) სამინისტროს მატერიალური ფასეულობების შენახვა, დაცვა და მკაცრი აღრიცხვა;
დ) მატერიალური ფასეულობების მოძრაობასთან (მიღება-გაცემა) დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და დროული გაფორმება.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.