„რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 4 მაისის N195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№211
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №211

2023 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 4 მაისის №195 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე:

1. „რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 4 მაისის №195 განკარგულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირის „უნივერსი“ ლიკვიდატორად დაინიშნოს როინ ცაციაშვილი (პირადი ნომერი 01036002403).“.

2. „რეგისტრირებული კოოპერატივის – საკრედიტო კავშირისთვის „უნივერსი“ ლიცენზიის გაუქმების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 4 მაისის №195 განკარგულების სხვა პუნქტები დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

4. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                                                               ნათელა თურნავა