„გორის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 13 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2023 წლის 13 ოქტომბერი ქ. გორი |
„მუხლი 3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელი დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება:
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო სტაციონარული მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე;
გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 150 000-ის ჩათვლით მინიჭებული სოციალური სარეიტინგო ქულა, სამედიცინო რეაბილიტაციის დაფინანსება გორის მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროთ არაერთჯერადად, წლიური ლიმიტის – 500 (ხუთასი) ლარის ამოწურვამდე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) საყოველთაო ჯანდაცვის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი (მისი არსებობის შემთხვევაში).
3. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სოციალური დახმარების გაწევის შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება კვლევას ახორციელებს ქვეკონტრაქტორის მეშვეობით, გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამედიცინო დაწესებულებას შორის ანგარიშსწორების განხორციელებამდე, დაწესებულებამ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს ქვეკონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, ქვეკონტრაქტორი დაწესებულების შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და ჩატარებული კვლევების კალკულაცია და გადახდის ქვითარი.
4. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“.
|