საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეტანილ იქნეს საქართველოს სსრ 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., № 1, მუხ. 10; 1982 წ., № 12, მუხ. 371) შემდეგი დამატებები:
1. 137-ე მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „გავრცელებულ ნაწარმოებებში“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „ანონიმურ წერილში“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1451 მუხლი:
„მუხლი 1451. მოქალაქეთა დევნა კრიტიკისათვის
თანამდებობის პირის მიერ მოქალაქის უფლებებისა და კანონით დაცული ინტერესების განზრახ შებღალვა, რაც დაკავშირებულია მის დევნასთან დადგენილი წესით წინადადებების, განცხადებების, საჩივრების შეტანის ან კრიტიკისათვის, რომელსაც ისინი შეიცავენ, აგრეთვე სხვაგვარი ფორმით კრიტიკით გამოსვლისათვის, -
ისჯება ჯარიმით სამას მანეთამდე ან თანამდებობიდან დათხოვნით.
იგივე მოქმედება, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თანამდებობიდან დათხოვნით“.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის მდივანი თ. ლაშქარაშვილი.
თბილისი, 1985 წლის 19 ნოემბერი.
№ 468 – XI
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.11.1985.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.11.1985. მიმღები ორგანო — საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი. დოკუმენტის ნომერი — №468-XI. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.1985 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება „საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში დამატებათა შეტანის შესახებ“, №468-XI, 19.11.1985, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.1985). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5941801/