საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
| საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება |
1. შეტანილ იქნეს საქართველოს სსო 1960 წლის 30 დეკემბრის კანონით დამტკიცებულ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 10) შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დაემატოს კოდექსს შემდეგი შინაარსის 1331 მუხლი:
„მუხლი 1331. მძევლად ხელში ჩაგდება
პირის მძევლად ხელში ჩაგდება და დაკავება, რასაც თან ერთვის მოკვლის მუქარა, სხეულის დაზიანება ან ამ პირის შემდგომი დაკავება იმ მიზნით, რომ აიძულონ სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაცია, ფიზიკური ან იურიდიული პირი ან პირთა ჯგუფი შეასრულოს ან თავი შეიკავოს რაიმე მოქმედებისაგან, რაც მძევლის განთავისუფლების პირობაა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათ წლამდე.
იგივე ქმედობა, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თხუთმეტ წლამდე, ქონების კონფისკაციით ან უამისოდ.
ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ასეთი დანაშაულის სსრ კავშირის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევებზე, როდესაც პირი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მძევალი ან აკავებს მას, სსრ კავშირის ტერიტორიაზე იმყოფება, და ეს პირი, აგრეთვე მძევალი სსრ კავშირის მოქალაქეები არიან;
2. 81 მუხლის მეორე ნაწილს სიტყვების „(117-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331) მუხლი)“;
3. 44-ე მუხლის პირველ ნაწილში:
პირველ პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;
მეორე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331) მუხლი)“;
4. 541 მუხლის მესამე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მეოთხე ნაწილი)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;
5. 55-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მეორე პუნქტს სიტყვების „(117-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „მძევლად ხელში ჩაგდება (1331 მუხლი)“;
6. 205-ე მუხლის მეორე ნაწილში სიტყვები „2422 მუხლით“ შეიცვალოს სიტყვებით „1331 და 2422 მუხლებით“;
7. 206-ე მუხლს სიტყვების „(გაუპატიურება დამამძიმებელ გარემოებებში)“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „1331 მუხლით (მძევლად ხელში ჩაგდება)“.
2. დაწესდეს, რომ საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 1331 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეების წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის გამომძიებლები.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე პ. გილაშვილი.
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი ვ. კვარაცხელია.
თბილისი, 1987 წლის 3 სექტემბერი.
№1394-XI