სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.27.019.007.043
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.27.019.007.043

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის

ბრძანება №1

2005 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმატიული ბაზის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ”), საქართველოს კანონების: ,,ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-13 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვბრძანებ:

1. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდო-მარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 05.12.2003, №140, მუხ. 1141) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 41

1. ავიასაწარმოს ექიმი სამსახურში დანიშვნამდე და შემდგომ 5 წელიწადში ერთხელ გადის კვალიფიკაციის ამაღლების (დახელოვნების) კურსებს საავიაციო მედიცინაში, ,,საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ” ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ,,საავიაციო მედიცინის სახელმძღვანელოს” (DOC 8984-AN/895) შესაბამისად.

2. ავიასაწარმოს ექიმად ინიშნება უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, სერტიფიცირებული შემდეგ საექიმო სპეციალობებში:

ა) შინაგანი სნეულებები;

ბ) ოჯახის ექიმი;

გ) ნარკოლოგია;

დ) ნევროლოგია;

ე) ზოგადი ქირურგია;

ვ) ფსიქიატრია;

ზ) ოტოლარინგოლოგია;

თ) ოფთალმოლოგია.”

ბ) 45-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. ფსიქოლოგიური გამოკვლევა ხორციელდება გუგის გასაფართოებელი პრეპარატის შეყვანიდან 3 დღის შემდეგ და უტარდებათ:

ა) I, II და III კლასის აბიტურიენტებს;

ბ) საფრენოსნო შემადგენლობასა და საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეებს 50 წლის ასაკში, ხოლო 55 წლიდან – ყოველ 2 წელიწადში;

გ) საფრენოსნო შემადგენლობას, საფრენოსნო სამუშაოების წარმოებისას 6-თვიანი შესვენების შემდეგ;

დ) ავიასპეციალისტს – სტაციონარული გამოკვლევისას;

ე) სამედიცინო ჩვენებისას.”

გ) 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) გულ-მკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოგრაფია უტარდებათ I, II და III კლასის აბიტურიენტებს, ავიასპეციალისტებს 3 წელიწადში ერთხელ, აგრეთვე – სამედიცინო ჩვენებისას და ეპიდჩვენებისას;”

დ) 45-ე მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,17.            ფუნქციური გამოკვლევა

ელექტროკარდიოგრაფია დატვირთვით (ველოერგომეტრით ან სხვა საშუალებით) უტარდებათ:

ა) I კლასის კანდიდატებს – 40 წლის ასაკის მიღწევისას და შემდეგ 3 წელიწადში ერთხელ, 55 წლის ასაკის მიღწევისას – წელიწადში ერთხელ;

ბ) I, II და III კლასის კანდიდატებს, რომლებიც იგზავნებიან პოლარულ და/ან ცხელი კლიმატის ქვეყნებში სამუშაოდ, არანაკლებ 3 თვის ვადით;

გ) სამედიცინო ჩვენებით: ეკგ-ს ცვლილება დინამიკაში, გულის რითმისა და გამტარებლობის დარღვევა, კარდიომიოპათიის ნიშნები, მიტრალური სარქველის პროლა-ფსი, არტერიული ჰიპერტენზია, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, რისკ-ფაქტორები.”

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადმინისტრაციის თავმჯდომარე გ. მჟავანაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.01.2005.
როდის იქნა მიღებული „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“?
„სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“ მიღებულია 27.01.2005. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 310.150.000.27.019.007.043.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება „სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 26 ნოემბრის №3 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტების სამედიცინო სერტიფიცირების წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“, №1, 27.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.27.019.007.043 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59434/