ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.007.047
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №178
2005 წლის 1 თებერვალი
ქ. თბილისი
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 15 სექტემბრის №1025 ბრძანებით დამტკიცებული „ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ” დებულებაში (სსმ III, 2003წ., №103, მუხ. 879) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ” ქვეპუნქტი:
„ვ) არაჯეროვნად ასრულებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტების მოთხოვნებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის „ნ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.”.
ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ” ქვეპუნქტი:
„ნ) სისტემატურად (არაერთგზის) არ ასრულებს მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ანგარიშგების წარდგენასთან, აგრეთვე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად სამსახურისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მასზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწობის შესახებ” საქართველოს კანონითა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დაკისრებულ მოვალეობებს.”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. პაპუაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2005.
- როდის იქნა მიღებული „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“?
- „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“ მიღებულია 01.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №178. სარეგისტრაციო კოდი — 170.020.020.22.027.007.047.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ნოტარიუსთა დისციპლინურ პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე"“, №178, 01.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.22.027.007.047 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59452/