საკრედიტო რისკების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.10.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №284/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016774
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
| რისკ სექტორი | მთლიანი ვალდებულებები შეფარდებული საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე (Debt/EBITDA) მაქსიმალური მაჩვენებელი |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 3.00 |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 3.25 |
| ავტომობილების დილერები | 3.25 |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 3.00 |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3.50 |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 3.50 |
| სასტუმროები და ტურიზმი | 3.50 |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 3.50 |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 3.50 |
| სერვისი | 3.50 |
| ჯანდაცვა | 3.50 |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება და ვაჭრობა | 3.25 |
| ვაჭრობა (სხვა) | 3.25 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საგადახდო მომსახურების პროვაიდერების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნის შესახებ წესის დამტკიცების თაობაზე კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე მიკრობანკებისთვის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის შესახებ
დებულების დამტკიცების თაობაზე ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საკრედიტო რისკების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№284/04
2023 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საკრედიტო რისკების მართვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საკრედიტო რისკების მართვის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საკრედიტო რისკების მართვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საკრედიტო რისკების მართვის წესი (შემდგომში –
წესი) ვრცელდება საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებზე, მიკრობანკებზე და უცხოური ბანკის/მიკრობანკის ფილიალებზე (შემდგომში – ბანკი).
2. ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტის ხარისხის განსაზღვრის მიზნით უნდა იხელმძღვანელოს
ამ წესითა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“.
3. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკის მიმართ გამოიყენოს საზედამხედველო ზომები ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა).
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს წესის მიზნებისთვის გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უმოქმედოდ კლასიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტი (NPL) – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესის“ შესაბამისად განსაზღვრული მე-3 დონის საკრედიტო რისკის ფინანსური ინსტრუმენტები და შეძენილი ან გამოშვებული გაუფასურებული ფინანსური ინსტრუმენტი (POCI);
ბ) მთლიანი ვალდებულებები (Debt) – მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის სესხები, ფასიანი ქაღალდები, ფინანსური ლიზინგი, ფაქტორინგი და სხვა ვალდებულებები, არასასესხო კრედიტორული დავალიანების გარდა. ვალდებულებებში ასევე გაითვალისწინება ბანკის მიერ მსესხებლისათვის დამტკიცებული და აუთვისებელი გარესაბალანსო ვალდებულებები, რომელთა ათვისება-გამოყენებაც ბანკის მხრიდან დამატებით სტანდარტული ტიპის განხილვასა და დამტკიცებას აღარ მოითხოვს, ასევე სასესხო ხასიათის გარესაბალანსო ვალდებულება, რომელიც ასახული არ არის ბალანსში წარმოდგენილ ვალდებულებებში. მთლიან ვალდებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის ყველა ტიპის ვალდებულება, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები გაითვალისწინება ჯამური ლიმიტების შესაბამისად;
გ) საპროცენტო ხარჯები (Interest Expenses) – საწარმოს საანგარიშო, როგორც წესი, უახლესი თორმეტი თვის მანძილზე, სხვისი კუთვნილი ფულადი სახსრების ან/და მათი ეკვივალენტების გამოყენების სანაცვლოდ გაწეული და სხვის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებების შედეგად წარმოქმნილი ხარჯი, რომელიც გამოითვლება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მეშვეობით, რაც წარმოადგენს ისეთ განაკვეთს, რომელიც ზუსტად ადისკონტირებს მომავალში გადასახდელ სავარაუდო ფულად სახსრებს ფინანსური ინსტრუმენტის მოსალოდნელი მომსახურების ვადის (ან სადაც შესაძლებელია უფრო მოკლე ვადის) განმავლობაში მის ამორტიზირებულ ღირებულებამდე. საპროცენტო ხარჯის გამოთვლისას გასათვალისწინებელია არსებითობის პრინციპი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №192/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ინსტრუმენტების რისკის კატეგორიებისა და მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის განსაზღვრის წესით“ განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗. ბანკების ვალდებულება
1. ბანკი ვალდებულია ჰქონდეს საკრედიტო რისკის მართვასთან დაკავშირებული წერილობითი პოლიტიკა და პროცედურები.
2. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური ინსტრუმენტის გაცემასთან და მონიტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტების მუდმივად ხელმისაწვდომობა საქართველოს ეროვნული ბანკის შემმოწმებლებისათვის. ფინანსური ინსტრუმენტის სახეობის მიხედვით, ბანკებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განაცხადი ფინანსური ინსტრუმენტის მიღების თაობაზე;
ბ) იურიდიული პირების, აგრეთვე მეწარმე ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის საფინანსო ანგარიშგება (საბალანსო, მოგება-ზარალისა და ფულის მიმოქცევის უწყისები), დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირების შემთხვევაში მსესხებლის, თანამსესხებლის და მათი საოჯახო მეურნეობის შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ) მსესხებლის ბიზნესგეგმა;
დ) უზრუნველყოფის შესახებ იურიდიული დოკუმენტაცია და შეფასების აქტები;
ე) საკრედიტო ხელშეკრულებები, ფინანსური ინსტრუმენტის გაცემის თაობაზე დასკვნა და გადაწყვეტილება;
ვ) ფინანსური ინსტრუმენტის მონიტორინგის თაობაზე და სხვა, მათ შორის, ბანკის შიდა პოლიტიკა - პროცედურებით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. ბანკი ვალდებულია დანერგვამდე და ძალაში შესვლამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტებში და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკა-პროცედურებში სესხის გაცემის პირობებში შეტანილი ნებისმიერი ტიპის ცვლილების შესახებ, მათ შორის, ახალი პროდუქტის დანერგვა, ცვლილებები არსებულში, შეთავაზებები, აქციები.
4. ბანკის სასესხო პროდუქტის რისკიანობიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ბანკს მოსთხოვოს მისი კორექტირება, შეჩერება ან გაუქმება.
5. ბანკმა უნდა იხელმძღვანელოს ჯანსაღი დაკრედიტების პრინციპების შესაბამისად. ცხრილი №1 განსაზღვრავს მსესხებლის ჯანსაღი ფინანსური მდგომარეობისა და გადახდისუნარიანობის სარეკომენდაციო მაჩვენებლებს, ეკონომიკური საქმიანობის სექტორების მიხედვით:
ცხრილი №1
მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ
მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები აღემატება 2,500,000 ლარს
მსესხებლის, ურთიერთდაკავშირებულ
მსესხებელთა ჯგუფის მთლიანი სასესხო ვალდებულებები ნაკლებია ან ტოლია 2,500,000 ლარის
რისკ სექტორი
მთლიანი
ვალდებულებები შეფარდებული საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე (Debt/EBITDA)
მაქსიმალური მაჩვენებელი
საოპერაციო
მოგება, საპროცენტო ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე შეფარდებული საპროცენტო ხარჯებთან (EBIT/Interest Expenses) მინიმალური მაჩვენებელი
მთლიანი
ვალდებულებები შეფარდებული საოპერაციო მოგება დარიცხული პროცენტის და მოგების გადახდამდე, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯების გათვალისწინების გარეშე (Debt/EBITDA) მაქსიმალური მაჩვენებელი
საოპერაციო მოგება, საპროცენტო ხარჯებისა და გადასახადების გადახდამდე შეფარდებული საპროცენტო ხარჯებთან (EBIT/Interest Expenses) მინიმალური მაჩვენებელი
უძრავი
ქონების
დეველოპმენტი
3.00
3.00
2.40
3.60
სამშენებლო
მასალების მოპოვება, წარმოება
და
ვაჭრობა
3.25
2.75
2.60
3.30
ავტომობილების
დილერები
3.25
2.75
2.60
3.30
სამშენებლო
კომპანიები (არა
დეველოპერები)
3.00
2.75
2.40
3.30
უძრავი
ქონების
მენეჯმენტი
3.50
2.75
2.80
3.30
სამომხმარებლო საქონლის წარმოება
3.50
2.75
2.80
3.30
სასტუმროები
და
ტურიზმი
3.50
2.75
2.80
3.30
სოფლის
მეურნეობის სექტორი
3.50
2.75
2.80
3.30
რესტორნები, ბარები, კაფეები
და სწრაფი კვების
ობიექტები
3.50
2.75
2.80
3.30
სერვისი
3.50
2.75
2.80
3.30
ჯანდაცვა
3.50
2.75
2.80
3.30
ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო პროდუქციის წარმოება
და
ვაჭრობა
3.25
2.75
2.60
3.30
ვაჭრობა (სხვა)
3.25
2.50
2.60
3.00
ფეხსაცმლის, ტანსაცმლის და ტექსტილის წარმოება
და
ვაჭრობა
3.75
2.25
3.00
2.70
ფარმაცევტიკა
3.75
2.25
3.00
2.70
სამომხმარებლო საქონლის ვაჭრობა
3.75
2.25
3.00
2.70
ბენზინგასამართსადგურებსა და ბენზინის
იმპორტიორებზე გაცემული სესხები
3.50
2.25
2.80
2.70
ტელეკომუნიკაცია
3.50
2.25
2.80
2.70
მძიმე
მრეწველობა
3.25
2.25
2.60
2.70
ენერგეტიკა
4.00
2.00
3.20
2.40
წარმოება (სხვა)
3.25
2.75
2.60
3.30
სხვა (ჯართის ბიზნესის
ჩართვით)
3.25
2.75
2.60
3.30