⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.10.2023
ძალაში შესვლა 01.11.2023
ძალის დაკარგვა 01.07.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01-507
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016279
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/10/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,015 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.10.2023 მიღება
01.11.2023 ძალაში შესვლა
01.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-507 2023 წლის 19 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიური აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის  საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის №255 ბრძანება. 3. ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ნოემბრიდან.საგარეო საქმეთა მინისტრიილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკონსულო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს საკონსულო ურთიერთობების წარმართვა, საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება, საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფა და გაფართოება, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი) და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა, საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება, სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემა, შეჩერება და გაუქმება, დიპლომატიური, სპეციალური, საიმიგრაციო ვიზების გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება და შეწყვეტა, C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის (თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) გაცემა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა საერთო ხელმძღვანელობა და მათთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეწყობა; ბ) საკონსულო სფეროში საკონსულო პოლიტიკის შემუშავება-დაგეგმვა; გ) საზღვარგარეთ შექმნილი კრიზისული სიტუაციების დროს საქართველოს მოქალაქეთათვის დროული და ეფექტური დახმარების გაწევის მიზნით, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებათა კოორდინაცია; დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და საკონსულო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და საკონსულო მონიტორინგის განხორციელება; ე) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისა და გაფართოების შესახებ წინადადებების მომზადება; ვ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა (საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი) და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესებთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებში დახმარება; თ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხთა შესწავლა და კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; ი) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, მომზადებაში მონაწილეობა და წინადადებების შემუშავება; კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობის შესწავლა და საქართველოს სავიზო პოლიტიკის თაობაზე წინადადებათა შემუშავება; ლ) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, შეჩერება და გაუქმება; მ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფა; ნ) დიპლომატიური, სპეციალური და საიმიგრაციო ვიზის გაცემა, მათი მოქმედების ვადის გაგრძელება და შეწყვეტა; ო) C კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის (თუ სავიზო განაცხადი წარდგენილია e-VISA PORTAL-ის მეშვეობით) გაცემა; პ) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტების, აგრეთვე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია); ჟ) კომპეტენციის ფარგლებში საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოსათვის წინადადებების მომზადება; რ) საქართველოს მოქალაქეთა ოფიციალური დოკუმენტების საზღვარგარეთის სახელმწიფოებიდან და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვა; ს) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის გაფორმება;  ტ) საქართველოში საზღვარგარეთის სახელმწიფოთა საკონსულო დაწესებულებების დაარსების, საკონსულო დაწესებულებების მეთაურთა და საკონსულო დაწესებულებების მოსამსახურეთა, აგრეთვე საპატიო კონსულების ფუნქციების შესასრულებლად პირთა დაშვების საკითხის შესწავლა, რეკომედაციის მომზადება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; უ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებული პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა; ფ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირზე საქართველოს დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; ქ) საკონსულო მომსახურების ვებპორტალების ფუნქციონალური ნაწილის მუდმივი მონიტორინგი მათი განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია იქონიოს მიმოწერა საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან და სხვა უწყებებთან თუ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მათთან გათანაბრებულ ორგანიზაციებთან, საკონსულო დაწესებულებებთან. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტში კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ წერილებს; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების, რანგირების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; თ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დასკვნებს; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) კურატორი მინისტრის მოდგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტში დასანიშნ თანამშრომელთა კანდიდატურების შესახებ; მ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ნ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე. ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს. მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულებია: ა) ელექტრონული სერვისების განვითარების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა.ა) საკონსულო მიმართულებით ინფორმაციული ტექნოლოგიების ანალიტიკა; ა.ბ) ვებგვერდისა და საკონსულო საქმიანობის ელექტრონული სისტემის მოდერნიზაცია/მონიტორინგი; ა.გ) არსებული აპლიკაციების განვითარება და ახლის დანერგვა-ინტეგრირება; ა.დ) სასარგებლო ინფორმაციების განთავსება/განახლება; ა.ე) Travel Warning-ების ოპერატიულად განთავსება, მიწოდება და განახლება; ა.ვ) სტატისტიკური მონაცემების მომზადება, დამუშავება და ანალიზი; ბ) საკონსულო კრიზისების მართვის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ბ.ა) საზღვარგარეთ შესაძლო კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებების დაგეგმვა; ბ.ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ კრიზისების მართვის სახელმძღვანელოების მომზადების კოორდინაცია და კონტროლი; ბ.გ) საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება და მოქმედებათა კოორდინაცია; ბ.დ) კომპეტენციის ფარგლებში, კრიზისის მართვის ღონისძიებების კოორდინირება და განხორციელება; ბ.ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ გაჭირვებაში ჩავარდნილი მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა; ბ.ვ) ქოლცენტრის მართვა; ბ.ზ) მეზღვაურებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მომსახურების სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: გ.ა) საკონსულო-საინფორმაციო მასალების გავრცელება და მოქალაქეთა მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ასევე მოქალაქეთა განცხადებებზე დროული რეაგირება და პასუხების გაგზავნა; გ.ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მყოფ უცხოელთათვის კონსულტაციის გაწევა; გ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო დაცვის ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი საკონსულო-საინფორმაციო მასალის მომზადება, გავრცელება და სამინისტრის ვებგვერდზე განსათავსებლად შესაბამისი სამმართველოსათვის გადაცემა; გ.დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის მოქალაქეთა მიღების ხარისხის ასამაღლებლად შესაბამისი წინადადებების მომზადება; გ.ე) დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; გ.ვ) შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინებით მიმავალი ოფიციალური დელეგაციების სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; გ.ზ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; გ.თ) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთ მიმავალ პირთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; გ.ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა მოწვევით, მათი ოჯახის წევრთა და ახლო ნათესავთა სავიზო უზრუნველყოფაში დახმარების აღმოჩენა; გ.კ) საქართველოს ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; გ.ლ) დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და გაუქმების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; გ.მ) სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტების გაცემა, შეჩერება და გაუქმება; გ.ნ) „საკონსულო ცხელი ხაზის“ მომსახურება სატელეფონო და ელექტრონული საშუალებებით; გ.ო) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების შემთხვევაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა;  გ.პ) საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა ადგილსამყოფლის დადგენა;  გ.ჟ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა, იმ სახელმწიფოებში, სადაც საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური წარმომადგენლობა; გ.რ) საქართველოს მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, უცხო ქვეყნის უწყებებიდან საქართველოს მოქალაქეზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების გამოთხოვა; გ.ს) საზღვარგარეთ გამოსაყენებლად განკუთვნილი საქართველოს ოფიციალური დოკუმენტებისა და უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ გაცემულ ან დამოწმებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე გამცემი ორგანოს ბეჭდის და/ან პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება (ლეგალიზაცია); დ) ორმხრივ და მრავალმხრივ საკონსულო ურთიერთობათა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: დ.ა) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის უზრუნველყოფა და კონცეპტუალური პროექტების შემუშავება; დ.ბ) საკონსულო სფეროში გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების შემუშავება და მათ შესასრულებლად სამოქმედო გეგმის დასახვა; დ.გ) საკონსულო მონიტორინგის შედეგების ანალიზი და კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად წინადადებების შემუშავება; დ.დ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების წინაშე მდგარი ამოცანებიდან გამომდინარე, საკონსულო სფეროში მიმდინარე აქტუალური მოვლენების ანალიზი და საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა სრულყოფისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება; დ.ე) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებათა, მათ შორის, საქართველოს საპატიო კონსულთა მიერ საკონსულო სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ გეგმური ანგარიშების დამუშავება-ანალიზი და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის მომზადება; დ.ვ) კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის საკონსულო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ცირკულარული წერილებისა და ნოტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად; დ.ზ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა მიგრაციულ გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და შესაბამის სამმართველოსთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მიგრაციული პროცესების მართვაში მონაწილეობა; დ.თ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; დ.ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების, მათ შორის, საპატიო საკონსულოების გახსნისა და დახურვის მიზანშეწონილობის შესახებ საკითხების შესწავლა, რეკომენდაციების მომზადება და სამართლებრივი უზრუნველყოფა; დ.კ) კომპეტენციის ფარგლებში, საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების მიმართულებით საზღვარგარეთ საქართველოს საპატიო კონსულების საქმიანობის საკოორდინაციო საბჭოსათვის წინადადებების მომზადება; დ.ლ) საკონსულო პატენტისა და საკონსულო ეგზეკვატურის მომზადება; დ.მ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო-ეკონომიკურ, სამართლებრივ და კულტურულ სფეროებში საქართველოს ინტერესებისა და პოლიტიკის განხორციელების პროცესებთან დაკავშირებით, სამართლებრივ საკითხებში დახმარება; დ.ნ) საკონსულო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება შესაბამის სამმართველოსთან ერთად; დ.ო) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების, მათ შორის, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების საკონსულო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა; დ.პ) საზღვარგარეთ დაპატიმრებულ, დაკავებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ საქართველოს მოქალაქეთა შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან და საკონსულო დაწესებულებებიდან შემოსული ინფორმაციის საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდება და მათი საკონსულო დაცვის მიზნით, რეკომენდაციებისა და მეთოდური მითითებების შემუშავება; დ.ჟ) საქართველოს სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; დ.რ) საზღვარგარეთ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ექსტრადაციისა ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; დ.ს) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის დახმარების გაწევა; დ.ტ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა; დ.უ) საკონსულო სფეროში საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის, მათ შორის, საპატიო საკონსულოსათვის, საკონსულო და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა და მეთოდური მითითებების მიცემა; დ.ფ) საჭიროების შემთხვევაში, საზღვარგარეთის კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დ.ქ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან მუშაობა და მათი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებთან კავშირის უზრუნველყოფა; დ.ღ) უცხო ქვეყნის დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებებისათვის საკონსულო საკითხებში დახმარების გაწევა; დ.ყ) საქართველოში დაკავებულ უცხოელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისათვის; დ.შ) საქართველოში დაკავებული უცხოელის ექსტრადაციის ან მსჯავრდებულის გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; დ.ჩ) საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მომართვის საფუძველზე, საქართველოს სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის პროცესში მონაწილეობის მიღება; დ.ც) საზღვარგარეთის ქვეყნების სავიზო რეჟიმის ცვლილებების შესახებ და სავიზო სფეროს კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; დ.ძ) საკონსულო კონსულტაციების გაწევა. მუხლი 6🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 2. სამმართველოს უფროსს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამმართველოს უფროსი: ა) უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამმართველოსათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 4. სამმართველოს უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის/მოადგილეების წინაშე. 5. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.