საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №196
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.007.060
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.02.2005 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:LitNusx;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.027.007.060
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №196
2005 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქართველოში საარქივო საქმის მართვას, საქმისწარმოების სრულყოფასა და უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებას.
2. დეპარტამენტი შექმნილია ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებისა და იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. დეპარტამენტი მინდობილ სფეროს მართავს უშუალოდ ან საარქივო დაწესებულებების მეშვეობით.
5. დეპარტამენტის სისტემაში შედიან დაქვემდებარებული სახელმწიფო საარქივო დაწესებულებები. საქართველოს საქალაქო და რაიონული სახელმწიფო არქივები აგრეთვე ექვემდებარებიან ადგილობრივ მერიებსა და გამგეობებს.
6. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1.
II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
7. ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დეპარტამენტი უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შექმნასა და შევსებას, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვას, კონსერვაციასა და რესტავრაციას, ამ დოკუმენტების ცენტრალიზებულ აღრიცხვას, აღწერას, აგრეთვე ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ხელმისაწვდომობას კანონით დადგენილ ფარგლებში.
8. დეპარტამენტი განაგებს სახელმწიფო საკუთრების ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, რომლებიც დაცულია სახელმწიფო არქივებში.
9. დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობას საარქივო საქმისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტთა ორგანიზაციის დარგში და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს საქმისწარმოების განვითარებას.
10. დაკისრებული ამოცანების შესაბამისად, დეპარტამენტი:
ა) ორგანიზაციას უწევს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სახელმწიფო არქივების დაკომპლექტებას, აკონტროლებს სახელმწიფო არქივებში დოკუმენტების გადაცემის დადგენილი წესის დაცვას, უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას დოკუმენტებით, რომლებიც იქმნება პოლიტიკური გაერთიანებებისა და სხვა იურიდიული პირების საქმიანობის პროცესში; ორგანიზაციას უწევს მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული დოკუმენტების შეძენას; შეიმუშავებს და იუსტიციის მინისტრს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საუწყებო შენახვის ზღვრული ვადების დადგენის მიზნით;
ბ) განიხილავს და შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმებით წყვეტს საქართველოს ფარგლებში ერთი სახელმწიფო არქივიდან მეორეში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გადაცემის საკითხებს;
გ) არასახელმწიფო იურიდიული ან ფიზიკური პირის კუთვნილი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გაყიდვის შემთხვევაში იყენებს კანონით დადგენილ მისი შესყიდვის უპირატეს უფლებას;
დ) ორგანიზაციას უწევს ეროვნული საარქივო ფონდის შევსებას საზღვარგარეთ არსებული საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისა და საქართველოს ისტორიის ამსახველი დოკუმენტებითა და მათი ასლებით;
ე) შეიმუშავებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვის ნორმებსა და წესებს; ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტთა შენახვის უფლების მქონე პირების მიმართ ახორციელებს სახელმწიფოებრივ ზედამხედველობას ამ დოკუმენტების შენახვის მოთხოვნათა დაცვისათვის;
ვ) ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო არქივებში დოკუმენტების შენახვას, დოკუმენტების შენახვის ოპტიმალური პირობების, მათი ფიზიკურ-ქიმიური დაცვის უზრუნველყოფას, განსაკუთრებულად ღირებული დოკუმენტების სადაზღვევო ფონდისა და სარგებლობის ფონდის შექმნას;
ზ) აწარმოებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტთა ცენტრალიზებულ აღრიცხვას; შეიმუშავებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის პროექტს და აღრიცხვიანობისათვის საჭირო ცნობის ფორმას;
თ) უზრუნველყოფს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემების შექმნასა და განვითარებას, ამ დარგში ავტომატიზებული ტექნოლოგიების დანერგვას;
ი) შეიმუშავებს ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებით სარგებლობის წესს; ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობას საარქივო მასალების გამოყენების დარგში; ორგანიზაციას უწევს რეტროსპექტულ დოკუმენტურ ინფორმაციასა და ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებზე საზოგადოებრივ მოთხოვნილებათა შესწავლას; დადგენილი წესით აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას სახელმწიფო არქივებში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ; ხელმძღვანელობს საარქივო დაწესებულებათა საქმიანობას საარქივო დოკუმენტების გამოქვეყნების დარგში;
კ) ხელმძღვანელობს სახელმწიფო არქივების სამეცნიერო-კვლევით და მეთოდიკურ მუშაობას არქივთმცოდნეობის, დოკუმენტმცოდნეობისა და არქეოგრაფიის დარგში; შეიმუშავებს ღონისძიებებს მეცნიერულ გამოკვლევათა შედეგებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევათა პრაქტიკაში დანერგვისათვის; ავრცელებს სამეცნიერო-ტექნიკურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებზე;
ლ) შეიმუშავებს პერსპექტიულ მიზნობრივ პროგრამებსა და მიმდინარე გეგმებს საქართველოში საარქივო საქმის განვითარების საკითხებზე;
მ) განაზოგადებს და აანალიზებს მონაცემებს საქართველოში საარქივო საქმის მდგომარეობისა და ეროვნული საარქივო ფონდის განვითარების პერსპექტივების შესახებ;
ნ) ახორციელებს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში შრომისა და მართვის მეცნიერულ ორგანიზაციას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს სახელმწიფო არქივების ქსელისა და მათი სტრუქტურის სრულყოფას;
ო) შეიმუშავებს და წარმართავს დარგში საკადრო პოლიტიკას; ქმნის არქივების ხელმძღვანელი კადრების მომზადების, შერჩევისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას; ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო არქივების თანამშრომელთა, აგრეთვე დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების ქვედანაყოფების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას;
პ) დადგენილი წესით ახორციელებს ცენტრალური სახელმწიფო არქივების, გარდა ქ. თბილისის ცენტრალური სახლემწიფო არქივის, აჭარისა და აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივების დაფინანსებას, მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო არქივების შენახვისათვის გამოყოფილი სახსრების სწორად და ეფექტიანად გამოყენებას; აკონტროლებს მათ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას;
ჟ) ორგანიზაციულ-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას უწევს დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და სახელმწიფო დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებას არქივებში ჩასაბარებლად; განსაზღვრავს და დაინტერესებულ დაწესებულებებთან ერთად ხელს უწყობს დაწესებულებათა არქივების მუშაობის ორგანიზაციის სრულყოფასა და განვითარებას, მათში დოკუმენტების დაცვისა და გამოყენების უზრუნველყოფას;
რ) საქართველოს სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად ორგანიზაციას უწევს საქმისწარმოების სახელმწიფო სისტემისა და საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტაციის უნიფიცირებული სისტემის განვითარებას, სრულყოფასა და დანერგვას; ახორციელებს სამეცნიერო-მეთოდიკურ ხელმძღვანელობას მათი გამოყენებისადმი;
ს) შეიმუშავებს დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების წესებს; ხელმძღვანელობს დოკუმენტების შემფასებელ ექსპერტიზასა და სახელმწიფო არქივებში მათი მუდმივი შენახვისათვის შერჩევას; შეიმუშავებს დაწესებულებათა კატეგორიებს, რომელთა დოკუმენტები შევა ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობაში, დაწესებულებათა დოკუმენტების ტიპობრივ ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით; ითანხმებს სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ შემუშავებული დოკუმენტების საუწყებო ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით;
ტ) ამყარებს და ავითარებს საერთაშორისო კავშირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში; შეისწავლის, განაზოგადებს და ავრცელებს სხვა ქვეყნების არქივების მუშაობის მოწინავე გამოცდილებას; მონაწილეობს პროფილურ საერთაშორისო ორგანიზაციათა საქმიანობაში;
უ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
III. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი
11. დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მიიღოს საჭირო ინფორმაცია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შემქმნელებისა და მფლობელებისაგან დოკუმენტების შენახვის პირობების დაცვის, დოკუმენტების დაკარგვის, დაზიანების ან ადგილსამყოფელის შეცვლისა და მათთან მუშაობის ორგანიზაციის სხვა საკითხთა შესახებ, აგრეთვე საჭირო ცნობები ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის მიზნით, გააკონტროლოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობები და მიეცეს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მფლობელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სავალდებულო წერილობითი მითითებანი ამ დოკუმენტების შენახვისა და დაცვის შესახებ;
ბ) მიიღოს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებებისაგან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისაგან აუცილებელი ცნობები დოკუმენტების ორგანიზაციისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის შესახებ; მისცეს სავალდებულო მითითებანი ამ დარგში ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
გ) შეიძინოს კერძო პირთა საკუთრებაში არსებული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები;
დ) შექმნას მუდმივი და დროებითი საუწყებათშორისო კომისიები და საბჭოები საარქივო საქმისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტთა ორგანიზაციის საკითხის განსახილველად;
ე) შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგინოს ნორმატიული აქტების პროექტები ,,ეროვნული საარქივო ფონდის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე;
ვ) მოაწყოს კონკურსები საარქივო საქმისა და საქმისწარმოების დარგში სამუშაოთა საუკეთესოდ შესრულებისათვის;
ზ) წარმოადგინოს სახელმწიფო ეროვნული საარქივო ფონდის ორგანიზაციისა და განვითარების სფეროში მოვალეობათა შესრულებისას;
თ) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობანი სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ი) განახორციელოს კანონის საფუძველზე მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობანი.
IV. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
12. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი იუსტიციის მინისტრის წარდგინებით.
13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის მინისტრი.
14. დეპარტამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის კოლეგია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები.
15. კოლეგიის დებულებას, წევრთა რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს და ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
16. საარქივო საქმის განვითარებისა და სრულყოფის სამეცნიერო-მეთოდიკური პრობლემების განსახილველად, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მფლობელთა მიერ დოკუმენტების შენახვის პირობების დაცვის შესასწავლად, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შემადგენლობის განსაზღვრის და სხვა საკითხების გადაწყვეტის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში იქმნება მუდმივი ან დროებითი საბჭოები და კომისიები, რომელთა დებულებებსა და შემადგენლობას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.
V. დეპარტამენტის თავმჯდომარე
17. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ორგანიზაციების საქმიანობას და პასუხისმგებელია იუსტიციის მინისტრის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობათა შესრულებისათვის;
ბ) შეაქვს წინადადებები ეროვნული საარქივო ფონდის განვითარებისა და დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს სამართლებრივი რეგულირების შესახებ; პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობისა და საარქივო დარგის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას;
დ) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას; იწვევს კოლეგიის სხდომებსა და ხელმძღვანელობს მათ ჩატარებას;
ე) ასრულებს სახელმწიფო წარმომადგენლობითობის ფუნქციას დეპარტამენტის ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისას;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხეშეკრულებებსა და კონტრაქტებს;
ზ) განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილისა და დეპარტამენტის მუშაკთა უფლებებს, მოვალეობებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, ცენტრალური სახელმწიფო არქივებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს; შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების წარდგენით ნიშნავს რაიონული და საქალაქო სახელმწიფო არქივების დირექტორებს;
ი) შეაქვს წინადადებები დეპარტამენტის შემოსავლებისა და გასავლების ხარჯთანუსხის შესახებ და თვალყურს ადევნებს მის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას;
კ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოებზე;
ლ) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს და განსაზღვრავს დეპარტამენტის მომსახურეთა და საქვეუწყებო დაწესებულებათა შტატებს, ასრულებს სხვა უფლებამოსილებებს.
VI. დეპარტამენტის სტრუქტურა და სისტემა
18. დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) საორგანიზაციო, სამეცნიერო-მეთოდიკური და კადრებთან მუშაობის განყოფილება;
ბ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფის, ინფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილება;
გ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირების, დაწესებულებათა არქივებისა და დოკუმენტაციის მართვის განყოფილება;
დ) საფინანსო განყოფილება – ცენტრალური ბუღალტერია.
19. დეპარტამენტის სისტემაშია:
ა) საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ბ) საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი;
გ) საქართველოს კინო-ფოტო-ფონოდოკუმენტების ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
დ) საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ე) საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ვ) ქალაქ ქუთაისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ზ) სახელმწიფო არქივი ქალაქ ცხინვალში;
თ) საქართველოს სახელმწიფო არქივების დოკუმენტების სადაზღვევო ფონდის სახელმწიფო არქივი;
ი) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია;
კ) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;
ლ) სახელმწიფო არქივების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტისა და ცენტრალური სახელმწიფო არქივების სამეურნეო სამსახური;
მ) დაწესებულებათა დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების სამსახური.
20. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული საქალაქო სახელმწიფო არქივებია:
ქალაქ თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
რუსთავის საქალაქო სახელმწიფო არქივი;
ტყიბულის საქალაქო სახელმწიფო არქივი;
ფოთის საქალაქო სახელმწიფო არქივი;
წყალტუბოს საქალაქო სახელმწიფო არქივი;
ჭიათურის საქალაქო სახელმწიფო არქივი.
21. დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული რაიონული სახელმწიფო არქივებია:
აბაშის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ადიგენის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ამბროლაურის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ასპინძის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ახალგორის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ახალქალაქის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ახალციხის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ახმეტის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ბაღდათის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ბოლნისის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ბორჯომის რაიონული სახელმწიფო არქივი;
გარდაბნის რაიონული სახელმწიფო არქივი;
გორის რაიონული სახელმწიფო არქივი;
გურჯაანის რაიონული სახელმწიფო არქივი;
დედოფლისწყაროს რაიონული სახელმწიფო არქივი;
დმანისის რაიონული სახელმწიფო არქივი;
დუშეთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ვანის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ზესტაფონის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ზუგდიდის რაიონული სახელმწიფო არქივი;
თელავის რაიონული სახელმწიფო არქივი;
თეთრიწყაროს რაიონული სახელმწიფო არქივი;
თერჯოლის რაიონული სახელმწიფო არქივი;
თიანეთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
კასპის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ლაგოდეხის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ლანჩხუთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ლენტეხის რაიონული სახელმწიფო არქივი;
მარნეულის რაიონული სახელმწიფო არქივი;
მარტვილის რაიონული სახელმწიფო არქივი;
მესტიის რაიონული სახელმწიფო არქივი;
მცხეთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ნინოწმინდის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ოზურგეთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ონის რაიონული სახელმწიფო არქივი;
საგარეჯოს რაიონული სახელმწიფო არქივი;
სამტრედიის რაიონული სახელმწიფო არქივი;
საჩხერის რაიონული სახელმწიფო არქივი;
სენაკის რაიონული სახელმწიფო არქივი;
სიღნაღის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ქარელის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ყაზბეგის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ყვარლის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ჩოხატაურის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ჩხოროწყუს რაიონული სახელმწიფო არქივი;
ცაგერის რაიონული სახელმწიფო არქივი;
წალენჯიხის რაიონული სახელმწიფო არქივი;
წალკის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხარაგაულის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხაშურის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხობის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხონის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ჯავის რაიონული სახელმწიფო არქივი.
22. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დეპარტამენტის დაწესებულებებია:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
გაგრის საქალაქო სახელმწიფო არქივი;
ტყვარჩელის საქალაქო სახელმწიფო არქივი;
გალის რაიონული სახელმწიფო არქივი;
გუდაუთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
გულრიფშის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ოჩამჩირის რაიონული სახელმწიფო არქივი.
23. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული დეპარტამენტის დაწესებულებებია:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო არქივი;
ქედის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ქობულეთის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხელვაჩაურის რაიონული სახელმწიფო არქივი;
ხულოს რაიონული სახელმწიფო არქივი;
შუახევის რაიონული სახელმწიფო არქივი.
VII. დეპარტამენტის ქონება და სახსრები
24. დეპარტამენტის ქონება საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაა. იგი გადაცემულია დეპარტამენტისათვის ფლობისა და სარგებლობისათვის.
25. დეპარტამენტის საქმიანობის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე.
26. დეპარტამენტს აქვს ხარჯთა ნუსხა, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშსწორების ანგარიში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში. საქართველოში მოქმედი წესებისა და ვადების დაცვით შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების ნაერთ ბალანსს დეპარტამენტი აბარებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ ეგზემპლარად.
27. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით.
VIII. დეპარტამენტის რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტისა და დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
28. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
29. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებათა შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.