საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 07.11.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №944
სარეგისტრაციო კოდი 010320060.22.027.017432
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/11/2023
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 817 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 02.04.2024 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ მატერიალური ფასეულობები 87% 03.07.2017 ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონი 87% 30.10.2019 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 16.08.2016 ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 05.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №944 2023 წლის 7 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების დადგენისა და განხორციელების პროცესის კოორდინაციის მიზნით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის, 77-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესი.  2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესი მუხლი 1🔗 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემის თანამშრომელთა (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, სახელმწიფო მოსამსახურე, საჯარო მოსამსახურე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ პოზიციაზე და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები (შემდგომ – თანამშრომელი)) სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების განხორციელების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია თანამშრომლის მძიმე ავადმყოფობისას (კრიტიკული, სასწრაფო-გეგმიური ან/და გადაუდებელი შემთხვევები) მისი ფინანსური დახმარება. მუხლი 2🔗 1. თანამშრომლის მძიმე ავადმყოფობისას (კრიტიკული, სასწრაფო-გეგმიური ან/და გადაუდებელი შემთხვევები) მასზე ფინანსური დახმარება გაიცემა, თუ მკურნალობა არ ფინანსდება/ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამებისა და კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში. კალენდარული წლის განმავლობაში ერთი თანამშრომლის მიმართ გასაწევი ფინანსური დახმარების ოდენობა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს. 2. ამ მუხლის შესაბამისად ფინანსური დახმარების მოთხოვნისას თანამშრომელმა უნდა წარადგინოს სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნება პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანიშნული მკურნალობა/მედიკამენტები (ფორმა №100, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია) და ამის შესაბამისი ფინანსური გაანგარიშება, აგრეთვე დოკუმენტი სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებული ნაწილის/დაფინანსებაზე უარის ან/და კერძო სადაზღვევო სისტემის ფარგლებში დაფინანსებული ნაწილის/დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. 3. ამ წესის მიზნებისთვის ფულად თანხაში იგულისხმება ფაქტობრივად მისაღები თანხა. 4. ამ წესის შესაბამისად მიღებული დაფინანსების ფარგლებში მკურნალობის დასრულების შემდეგ, 3 თვის ვადაში, თანამშრომელი ვალდებულია სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ფინანსური დახმარების საკითხთა შემსწავლელ კომისიას (შემდგომ – კომისია) წარუდგინოს ფულადი სახსრების ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (საგადახდო დავალება ან/და სალაროს ჩეკი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია მკურნალობის დასრულების შემდეგ სრულად დააბრუნოს მკურნალობის დასაფინანსებლად მისთვის გადაცემული თანხა. მუხლი 3🔗 1. ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ თანამშრომლის განცხადების განხილვის, ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენისა და ფინანსური დახმარების გაწევაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის (შემდგომ - მინისტრი) რეკომენდაციით მიმართვის მიზნით, სამინისტროში იქმნება კომისია. 2. კომისიის შემადგენლობაში შედიან მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე), ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის, ეკონომიკური და სამართალშემოქმედების დეპარტამენტების უფროსები/მათი მოვალეობის შემსრულებლები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სპეციალური პენიტენციური სამსახური) სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი/დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და ამავე დეპარტამენტის ზოგადი პროფილის ექიმი. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ფუნქციას ასრულებს „საქართველოს იუსტიციის მინისტრსა და მოადგილეებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების შესახებ“ მინისტრის ბრძანების შესაბამისად განსაზღვრული მინისტრის მოადგილე. 3. კომისია უფლებამოსილია საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმი, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული შემთხვევის დაფინანსების საკითხის გადასაწყვეტად კომისიის საქმიანობაში შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმის ჩართვის თხოვნით მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 4. კომისიის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ. კომისია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისია თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე მინისტრისთვის რეკომენდაციით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. მუხლი 4🔗 1. კომისია ამ წესით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით განიხილავს წარდგენილ განცხადებებს, თანდართულ დოკუმენტაციას და მათთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში რეკომენდაციით მიმართავს მინისტრს თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. თუ კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ვერ დგინდება ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, კომისია ამის შესახებ თანამშრომელს აცნობებს დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილებით, საკითხის განხილვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. 2. თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ფინანსური დახმარების გაწევის საკითხის განხილვისას კომისია აანალიზებს არსებულ მდგომარეობას მის წარმოებაში არსებულ საქმეთა შინაარსის, მთლიანობაში მოთხოვნილი ფინანსური დახმარების მოცულობისა და არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით. კომისია დაფინანსების თაობაზე მინისტრისთვის რეკომენდაციით მიმართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ავადმყოფობის სიმძიმის ხარისხის (კრიტიკული, სასწრაფო-გეგმიური ან/და გადაუდებელი შემთხვევები) მიხედვით. 3. კომისიის მიერ თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე რეკომენდაციით მიმართვის შემთხვევაში მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება (გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესაბამისი ოდენობით სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის შემთხვევაში – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს მისცეს თანხმობა თანამშრომლისთვის ფინანსური დახმარების გაწევის თაობაზე. მუხლი 5🔗 1. კომისიის საქმიანობის ადმინისტრირებას და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). 2. ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) უზრუნველყოფს: ა) თანამშრომელთა განცხადებების მიღებას, თანდართული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმებას და რიგითობის მიხედვით კომისიისთვის წარდგენას; ბ) კომისიის სხდომების მოწვევასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგებას; გ) კომისიის სხდომის ოქმის წარმოებას, რომელშიც ასახული იქნება თითოეული განცხადების განხილვის შედეგები და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗 1. ამ წესის შესაბამისად სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლის ფინანსური დახმარებისთვის საჭირო თანხა გამოიყოფა სამინისტროს ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების თანამშრომლის ფინანსური დახმარებისთვის საჭირო თანხა – შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან. 2. სამინისტროს/საჯარო სამართლის იურიდიული პირის/სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ბიუჯეტის სოციალური უზრუნველყოფის მუხლიდან ამ წესით გათვალისწინებული ფინანსური დახმარებისთვის გამოყოფილი სახსრების ამოწურვა კომისიის მიერ საკითხის განხილვის გარეშე ფინანსური დახმარების გაწევაზე უარის თქმის საფუძველია.