საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.02.2005
ძალის დაკარგვა 13.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 450.040.010.22.030.007.105
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 28/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.09.2017
დოკუმენტის ტექსტი
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.5in; font-size:14.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family-f:LitNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:13.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family-f:LitNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 1.25in 63.0pt 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №29
2005 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დებულების დამტკიცების თაობაზე
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ფონდის რეორგანიზაციის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ნოემბრის №530 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დებულება”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის” დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის” (შემდგომში – ცენტრი) მიზნებს, მართვის ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
3. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე.
4. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) კომერციულ ბანკებში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჩიტაძის ქ. 4.
მუხლი 2🔗. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციები
1. ცენტრის ძირითადი მიზნები და ფუნქციებია:
ა) საქართველოსათვის დადებითი საერთაშორისო იმიჯის შესაქმნელად ქართული კულტურის პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე;
ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული უძრავი და მოძრავი კულტურის ძეგლების მოძიების, აღნუსხვის, შესწავლისა და დაცვისათვის ხელშეწყობა;
გ) საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე წარმატებული თანამემამულეების ჩაბმა საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში;
დ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მოძიების, ფიქსაციისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი შეჯერებული პოზიციის შემუშავება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება;
ვ) საკანონმდებლო-ნორმატიული აქტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკის ანალიზი, განზოგადება და საქართველოს კულტურის ძეგლების შესწავლისა და დაცვის მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის ძეგლების მოძიება, ფიქსაცია, მონაცემთა ბაზის შექმნა, კვლევა, დაცვა, კონსერვაცია-რესტავრაცია და ამ ძეგლების გადარჩენისათვის სტრატეგიის შემუშავება;
ი) ქართული კულტურისა და ისტორიული ძეგლების შესახებ, ქართულ და უცხო ენებზე გამოკვლევების, სამეცნიერო, პუბლიცისტური ნაშრომების, ალბომების, ბეჭდვითი და ელექტრონული გამოცემების მომზადება და გამოცემა, კინოდოკუმენტური და ვიდეო მასალის მომზადება;
კ) ქართული კულტურისა და ისტორიული ძეგლების შესახებ არსებული უცხოური ლიტერატურის ქართულენოვანი გამოცემების მომზადება;
ლ) ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე საერთაშორისო გამოფენებისა და კონფერენციების ორგანიზება.
2. თავისი მიზნების განსახორციელებლად ცენტრი მოიზიდავს თანხებს სხვადასხვა დონორი ქვეყნებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან, სპეციალიზებული სამეცნიერო ცენტრებისაგან, დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისგან და უზრუნველყოფს აკუმულირებული თანხის მიზნობრივ ხარჯვას.
3. ცენტრს აქვს უფლება დააფუძნოს თავისი წარმომადგენლობები საზღვარგარეთის ქვეყნებში.
4. თავისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების მიზნით ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან.
მუხლი 3🔗. ცენტრის ხელმძღვანელობა
1. ცენტრს მართავს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) წარმოადგენს ცენტრს მესამე პირთან ურთიერთობაში, ცენტრის მიზნებიდან გამომდინარე დებს გარიგებებს;
ბ) ხელმძღვანელობს ცენტრის აპარატს, უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ორგანიზებას და მართვას;
გ) ქმნის დროებით კომისიებს კონკრეტული საკითხების მომზადებისა და წინადადებების წარდგენის მიზნით;
დ) განკარგავს ცენტრის სახსრებსა და ქონებას ცენტრის დებულების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს ცენტრის აპარატის სტრუქტურას, საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, წლიურ ანგარიშსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
ვ) საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ცენტრის მუშაკთა შორის. ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს;
თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის.
4. ცენტრის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე.
მუხლი 4🔗. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის ფინანსების წყაროებია:
ა) შემოწირულობები;
ბ) გრანტები;
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ცენტრის სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
3. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მუხლი 6🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, მის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.