ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2023
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016577
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2023
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2023 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია | ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| დანართი №2 კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება | დანართი №2 |
| ძრავის მოცულობა არანაკლებ (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე) | 1,1 |
| გადაცემათა კოლოფი | ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი |
| ცხენის ძალა | 102 |
| სიგრძე არანაკლებ | 5000 |
| სიგანე არანაკლებ | 1755 |
| სიმაღლე არანაკლებ | 1560 |
| წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს | 12 ლიტრი |
| ელექტროშუშები | მინიმუმ წინა ორი |
| წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს | 12 ლიტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის თაობაზე ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2023 წლის 27 ოქტომბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმარველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს „კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება“ დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციასა და კლასების განაწილებას, განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო;
გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში კონკრეტულ თანამდებობის პირებზე;
დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე;
ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 3🔗. განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები
განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობა შეუძლიათ შემდეგ თანამდებობის პირებს:
ა) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, მის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს;
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს.
მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი
1. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობა დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით.
3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით.
მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი
1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა. მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ძრავის კუბატურის ან ცხენისძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი – ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად შესაბამისი პროცედურის დაცვით.
3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე ავტომობილის ექსპლუატაციით გამოწვეული საგარანტიო მოთხოვნების შესაბამისი ხარჯის და ავტომობილის შესყიდვის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:
ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;
ბ) ძრავის ზეთის ხარჯი;
გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;
დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;
ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;
ვ) კონდიციონერის ფილტრის ხარჯი;
ზ) ანთების სანთლების ხარჯი;
თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;
კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.
4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის.
5. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა − სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა − სულ მცირე, ოთხჯერ.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ამოწურვის შემდგომ, ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.
7. მიმწოდებელი ვალდებულია უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).
9. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი), ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში.
10. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.
11. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს.
12. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.
13. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან.
14. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას − ეროვნულ ვალუტაში საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.
15. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას შემსყიდველი ორგანიზაცია ატარებს ბაზრის კვლევასა და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით.
16. შემსყიდველი ორგანიზაცია ბაზრის კვლევის ჩატარებისა და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილისა და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ფლობის ღირებულების ფასი და საწვავის ფასი).
17. მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისისა და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული სახელმწიფო პარკის მყისიერ მორგებას ამ წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.
18. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება III კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილების ნიშნით. ავტომობილის თითოეული კლასით მოსარგებლე პირთა კატეგორია, ასევე კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება განისაზღვრება №2 დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.
დანართი №2
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება
მუხლი 1🔗
ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მისი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებსა და ზღვრული ფლობის ღირებულებას.
მუხლი 2🔗
ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ოფიციალურ გაცვლით კურსს.
მუხლი 3🔗
III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1. ზოგადი დანიშნულების:
ა) სამორიგეო;
ბ) მომარაგების;
გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;
დ) მსუბუქი ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები – განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:
ძრავის მოცულობა არანაკლებ
(მონაცემები დამრგვალებულია
მეათედებამდე)
1,1
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი
ცხენის ძალა
75
სიგრძე არანაკლებ
3840
სიგანე არანაკლებ
1695
სიმაღლე არანაკლებ
1450
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი,
გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000
კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება)
სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი
ნაწილებისა და მასალებისა
(ელექტრონათურები, ელექტრომცველები,
შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის
ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი
საკისარი, გადაბმულობის დისკი და
საყრდენი დისკი)
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
12 ლიტრი
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS
(ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP
(იაპონური ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნები
სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; უკანა საქარე მინის ელ. გათბობა; საჭის გამაძლიერებელი; ABS.
შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოჰყვება.
ე) მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:
III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილები
ძრავის მოცულობა არანაკლებ
(მონაცემები დამრგვალებულია
მეათედებამდე)
1,0
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი
ცხენის ძალა
82
სიგრძე არანაკლებ
3665
სიგანე არანაკლებ
1600
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
12 ლიტრი
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS
(ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური
ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნები
სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; უკანა საქარე მინის ელ. გათბობა; საჭის გამაძლიერებელი; ABS;4x4.
შენიშვნა: სათადარიგო საბურავის არქონა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქარხნულად არ მოჰყვება.
ვ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი ავტომობილებისათვის – 21000 დოლარის ეკვივალენტი ლარში;
ზ) ზღვრული ფლობის ღირებულება მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის – 29600 დოლარის ეკვივალენტი ლარში.
2. განპიროვნებული:
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეებისათვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეებისათვის და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებისთვის, როდესაც მუნიციპალიტეტის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა ნაკლებია 300 საშტატო ერთეულზე.
მუხლი 4🔗
1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:
ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;
ბ) პიკაპი;
გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება 2013 წლის 21 ოქტომბრის №266 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვროს მოცემული ცხრილის შესაბამისად:
სპეციალიზებული კლასის ავტომობილი
ძრავის მოცულობა არანაკლებ
(მონაცემები დამრგვალებულია
მეათედებამდე)
1,1
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური ან მექანიკური არანაკლებ 5 - საფეხურიანი
ცხენის ძალა
102
სიგრძე არანაკლებ
5000
სიგანე არანაკლებ
1755
სიმაღლე არანაკლებ
1560
საგარანტიო პირობები
5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი); 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
წვა (შერეული წვის პირობებში) 100 კმ-ზე არაუმეტეს
12 ლიტრი
უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მარკის ავტომობილის ნებისმიერ მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი
NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS
(ამერიკული ქრაშტესტი)ან JNCAP (იაპონური
ქრაშტესტი)
ელექტროშუშები
მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნები
სათადარიგო საბურავი; წინა 2 უსაფრთხოების ბალიში; კონდიციონერი; აუდიოსისტემა; საჭის გამაძლიერებელი; ABS;4x4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით; საჭის სიმაღლის მარეგულირებელი; სარკეების ელ. რეგულირება.
3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მუხლი 5🔗
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
მუხლი 6🔗
შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.
მუხლი 7🔗
დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრომობილების შესყიდვაზე.