უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ
მიღების თარიღი 04.03.2005
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №66/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.116
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 09/03/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| № | სდდსს-ში გამოცხადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:"Geo ABC";}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:normal;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:blue;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:22.5pt 1.0in 27.0pt 81.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.007.116
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №66/ნ
2005 წლის 4 მარტი
ქ. თბილისი
უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ
,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტისა და ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 25 იანვრის №23/ნ ბრძანება ,,სტიპენდიისა და უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ” (სსმ III, 2002 წ., №11, მუხ.81);
3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი
უმუშევრის შემწეობის დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია ,,დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სსიპ ,,სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოში” (შემდგომში – სააგენტო) რეგისტრირებულ უმუშევრებზე შემწეობის დანიშვნისა და გაცემის პირობებს.
2. უმუშევრის შემწეობის (შემდგომში – შემწეობა) გაცემა წარმოებს უმუშევარი პირის სოციალური დაცვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან.
მუხლი 2🔗. შემწეობის დანიშვნის პირობები
1. შემწეობის დასანიშნად პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს უმუშევრად სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
2. უმუშევარს შემწეობა ენიშნება, თუ:
ა) სამუშაოს დაკარგვიდან სამი თვის განმავლობაში გაიარა რეგისტრაცია სააგენტოში;
ბ) მზადაა შეასრულოს შესაფერისი სამუშაო;
გ) სამუშაოს დაკარგვამდე ჰქონდა ერთი წლის მუშაობის უწყვეტი სტაჟი.
3. უმუშევარს შემწეობა არ ენიშნება, თუ:
ა) ვერ დააკმაყოფილა შემწეობის დანიშვნისათვის ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ბ) დაკარგა სამუშაო შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამო;
გ) საკუთარი სურვილით მიატოვა პროფესიული მომზადების, გადამზადების ან კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, სადაც გაგზავნილი იყო სააგენტოს მიერ;
დ) დანიშნული აქვს პენსია.
4. შემწეობის დასანიშნად რეგისტრირებულმა უმუშევარმა რეგისტრაციიდან ათი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სამუშაოს დაკარგვის დღიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში დარიცხული და გაცემული ხელფასის შესახებ. საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის გამო დარიცხული და გაცემული ხელფასის შესახებ ცნობის წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ცნობად მიიღება ამ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ლიკვიდაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ არ არის პენსიის მიმღები;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ასლთან ერთად;
დ) შრომის წიგნაკი ასლთან ერთად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, დოკუმენტის ასლები რჩება სააგენტოში, ხოლო დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
6. შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ერთეული, რაც ეფუძნება შემწეობის მიღების უფლების წარმოშობის დადასტურებას (უმუშევრად რეგისტრაცია) და შემწეობის დასანიშნად ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბუთების დადგენილ ვადაში სრულად წარმოდგენას.
7. შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაიცემა უმუშევრის შემწეობის ბარათი. ბარათის ერთი პირი გადაეცემა რეგისტრირებულ უმუშევარს, მეორე პირი – ინახება მის გამცემ ორგანოში.
8. უმუშევრის შემწეობის ბარათი წარმოადგენს დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს (ფორმა №1), რომლითაც დასტურდება შემწეობის დანიშვნის ფაქტი და შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) შემწეობის მიმღები პირის სახელი, გვარი, ასაკი, რეგისტრაციის ადგილი, მოქალაქის პირადი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;
ბ) შემწეობის დანიშვნის თარიღი;
გ) პირადი ანგარიშის ნომერი;
დ) სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ყოველთვიური გამოცხადების თარიღი;
ე) შემწეობის ყოველთვიურად მისაღები თანხა.
9. უმუშევრის შემწეობის ბარათის დაკარგვის შემთხვევაში პირმა, რომელმაც მიიღო ბარათი, უნდა დაწეროს განცხადება და თან დაურთოს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოდან აღებული ცნობა (რომელიც ადასტურებს ამ პირის განაცხადს ბარათის დაკაგვის თაობაზე).
10. დაკარგულის ნაცვლად გაიცემა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში შენახული ბარათის ასლი წარწერით ,,ასლი დედანთან სწორია”, რომელიც მოწმდება ამ ტერიტორიული ერთეულის ბეჭდითა და ამავე ერთეულის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
11. შემწეობის მიმღებმა პირმა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში ყოველთვიური გამოცხადებისას თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შრომის წიგნაკი და უმუშევრის შემწეობის ბარათი.
12. სააგენტოს ტერიტორიული ერთეული შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ უმუშევრის შემწეობის ბარათში არსებულ მონაცემებს და ამ მონაცემებში შეტანილ ცვლილებებს ყოველთვიურად აწვდის სააგენტოს ცენტრალურ აპარატს საჭირო ინფორმაციის მომსახურე კომერციული ბანკისათვის გადასაცემად.
მუხლი 3🔗. შემწეობის გაცემა
1. შემწეობა გაიცემა შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან.
2. შემწეობის მიმღები პირი უმუშევრად რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კომერციულ ბანკში ხსნის პირად ანგარიშს.
3. შემწეობის გაცემა წარმოებს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უმუშევართა შემწეობის პროგრამის მომსახურე კომერციულ ბანკთან დადებული ხელშეკრულების პირობებით.
მუხლი 4🔗. შემწეობის შეჩერების პირობები
1. უმუშევარს შემწეობა უჩერდება, თუ:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო მოიხსნა უმუშევრად რეგისტრაციიდან ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უმუშევრად რეგისტრაციამდე;
ბ) მიმდინარე თვის განმავლობაში არ გამოცხადდა სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში;
გ) უმუშევრის შემწეობის მიღების პერიოდში დროებით დასაქმდა საზოგადოებრივ სამუშაოზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემწეობის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში შეჩერების პერიოდში გასაცემი შემწეობის ოდენობა პირს დაერიცხება მომდევნო თვეში. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების გასვლის შემდეგ დაბრუნებულ უმუშევარს შემწეობის მიღება უგრძელდება ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. შემწეობის შეწყვეტა
1. უმუშევარს შემწეობის მიღების უფლება უწყდება, თუ:
ა) დაიწყო მუშაობა;
ბ) სამი თვის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სააგენტოში, გარდა ობიექტური მიზეზით გამოუცხადებლობისა;
გ) მის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) უარს აცხადებს შესაფერის სამუშაოზე ან პროფესიულ გადამზადებაზე;
ე) დაენიშნა პენსია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მითითებულ ობიექტურ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს ავადმყოფობა, ოჯახის ავადმყოფი წევრის მოვლა, სტიქიური უბედურება, საგანგებო ან საომარი მდგომარეობა და მისთ.
მუხლი 6🔗. შემწეობის ოდენობა
1. უმუშევარზე გასაცემი შემწეობის ოდენობა და მისი გაცემის ვადა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. უმუშევარზე გაცემული შემწეობის თანხა მცირდება მიმდინარე თვის განმავლობაში უმუშევრის მიერ მიღებული ლეგალური შემოსავლის იმ ნაწილით, რომელიც შემწეობის თანხასთან ერთად ჯამში აღემატება იმ დროისათვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.
მუხლი 7🔗. შემწეობის დამნიშვნელი ორგანოს ზოგადი უფლება-მოვალეობები
უმუშევრის შემწეობის მიმღებ პირთა დადგენას, შემწეობის დანიშვნას, შეჩერებასა და შეწყვეტას ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რისთვისაც იგი უზრუნველყოფს:
ა) შემწეობის პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი საბუთების ასლების შედარებას დედნებთან;
ბ) შემწეობის მიმღებ პირთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;
გ) შემწეობის მიმღების პირადი საქმის საფუძველზე უმუშევრის შემწეობის ბარათის შედგენასა და გაცემას;
დ) შემწეობის მიმღები პირის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში შემწეობის დანიშვნას ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ე) შემწეობის მიღების უფლებრივი საკითხის სისტემატურ შემოწმებას შესაბამისი ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მეშვეობით.
თავი II
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესით დამტკიცებული უმუშევრის შემწეობის ბარათის ახალი ფორმების შემოღება არ წარმოშობს რეგისტრირებულ უმუშევრებზე უკვე გაცემული ბარათების გამოცვლის ვალდებულებას.
2. ამ წესის ამოქმედებამდე უკვე გაცემული უმუშევრის შემწეობის ბარათების მოქმედების ვადა განისაზღვრება შემწეობის მისაღებად საჭირო სრული ვადის გასვლამდე.
ფორმა №1
უმუშევრის შემწეობის ბარათი №
სოციალური დახმარებისა და
დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ტერიტორიული ერთეული)
უმუშევრის შემწეობის მიმღები პირის: სახელი და გვარი ––––––––---–––––––––––––––––––––––––
პირადი ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––
შემწეობის დანიშვნის თარიღი: –––––––––––––– პერსონალური აღრიცხვის ბარათის №––––––––––
(რიცხვი/თვე/წელი)
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №––––––––––––––პირადი№–––––––––––
დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––– მისამართი –––----–––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი/თვე/წელი) (რეგისტრაციის ადგილი)
№
სდდსს-ში გამოცხადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)
შემწეობის ოდენობა
უმუშევრის ხელმოწერა
სდდსს-ში პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
უმუშევრის შემწეობის მიმღები პირი ვალდებულია გამოცხადდეს სდდსს-ში თვეში ერთხელ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––
სდდსს-ს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა შემწეობის მიმღები პირის ხელმოწერა
უმუშევრის შემწეობის ბარათი №
სოციალური დახმარებისა და
დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ტერიტორიული ერთეული)
უმუშევრის შემწეობის მიმღები პირის: სახელი და გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––
პირადი ანგარიშის ნომერი: –––––––––––––––––
შემწეობის დანიშვნის თარიღი: –––––––––––––– პერსონალური აღრიცხვის ბარათის №–––
––––––
(რიცხვი/თვე/წელი)
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №––––––––––––პირადი№–––––––––––––
დაბადების თარიღი –––––––––––––––––––––– მისამართი ––––––––––––––––––––––––––––
(რიცხვი/თვე/წელი) (რეგისტრაციის ადგილი)
№
სდდსს-ში გამოცხადების თარიღი (რიცხვი/თვე/წელი)
შემწეობის ოდენობა
უმუშევრის ხელმოწერა
სდდსს-ში პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა
1
2
3
4
5
6
უმუშევრის შემწეობის მიმღები პირი ვალდებულია გამოცხადდეს სდდსს-ში თვეში ერთხელ.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––
სდდსს-ს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა შემწეობის მიმღები პირის ხელმოწერა