საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№425
სარეგისტრაციო კოდი
120000000.10.003.024258
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №425

2023 წლის 27 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თავდაცვის მოხალისე (შემდგომში – თავდაცვის მოხალისე).

2. თავდაცვის მოხალისის უფლებამოსილება განისაზღვრება წესდებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

3. თავდაცვის მოხალისის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

4.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს თავდაცვის მოხალისის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს თავდაცვის მოხალისის შექმნასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.10.2023.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“ მიღებულია 27.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №425. სარეგისტრაციო კოდი — 120000000.10.003.024258.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის შექმნის შესახებ“, №425, 27.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024258 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5951445/