საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების განსაზღვრისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 07.02.2005
ძალის დაკარგვა 05.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/101
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.062
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 15/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების_სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების განსაზღვრისა და ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Gogebashvili;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:11.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Text, li.Text, div.Text {mso-style-name:Text; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"Gogebashvili","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in 45.0pt 67.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.007.062
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/101
2005 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების 22-ე პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიები შემდეგნაირად:
ა) სახელმწიფო სტატისტიკის თბილისის სამმართველო – ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, მთაწმინდა-კრწანისის და ისანი-სამგორის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ბ) სახელმწიფო სტატისტიკის ფოთის სამმართველო – ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
გ) სახელმწიფო სტატისტიკის ზუგდიდის სამმართველო – ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ხობის, წალენჯიხის, მესტიის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
დ) სახელმწიფო სტატისტიკის ქუთაისის სამმართველო – ქალაქ ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, ზესტაფონის, ჭიათურის, სამტრედიის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, საჩხერის, ვანისა და ხონის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ე) სახელმწიფო სტატისტიკის ოზურგეთის სამმართველო – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ვ) სახელმწიფო სტატისტიკის ამბროლაურის სამმართველო – ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ზ) სახელმწიფო სტატისტიკის თელავის სამმართველო – თელავის, ახმეტის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
თ) სახელმწიფო სტატისტიკის მცხეთის სამმართველო – მცხეთის, ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ი) სახელმწიფო სტატისტიკის ახალციხის სამმართველო – ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის რაიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
კ) სახელმწიფო სტატისტიკის რუსთავის სამმართველო – ქალაქ რუსთავის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში;
ლ) სახელმწიფო სტატისტიკის გორის სამმართველო – გორის, ხაშურის, კასპისა და ქარელის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებისა და ცხინვალის რეგიონის ფარგლებში.
2. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულება თანდართული სახით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო სტატისტიკის სამმართველო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) წაროადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის ტერიტორიულ ორგანოს, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფს სახელმწიფო სტატისტიკის წარმოებას.
2. ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,სტატისტიკის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისოდ აღიარებული სტატისტიკის პრინციპების შესაბამისად.
3. ტერიტორიული ორგანო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
4. ტერიტორიულ ორგანოს აქვს ბეჭედი თავისი სახელწოდებისა და სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე საბანკო ანგარიში.
II. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
5. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო სტატისტიკა.
6. ტერიტორიული ორგანოს ძირითადი ამოცანებია კანონმდებლობით განსაზღვრული სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში:
ა) სტატისტიკური საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობის ამსახველი მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა, ანალიზი და გავრცელება;
გ) სტატისტიკურ მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციული ბანკების ფორმირება;
დ) შეგროვებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სტატისტიკური მონაცემების სხვა მომხმარებლების ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ვ) სტატისტიკის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.
III. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
7. ტერიტორიულ ორგანოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
8. ტერიტორიული ორგანოს უფროსი:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ტერიტორიული ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და წარმოადგენს ტერიტორიულ ორგანოს სხვა სუბიექტებთან ურთიერთობაში;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
დ) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
ე) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების კანდიდატურებს;
ვ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეებს;
ზ) განსაზღვრავს მოადგილისა და ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;
თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
9. ტერიტორიული ორგანოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
10. ტერიტორიული ორგანოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი მოადგილე ტერიტორიული ორგანოს უფროსის დავალებით კოორდინაციას უწევს ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას.
IV. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
11. ტერიტორიული ორგანო შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში.
12. ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციებია:
ა) განახორციელოს სტატისტიკური დაკვირვებების (შერჩევითი, სრული სტატისტიკური დაკვირვებები) ორგანიზება;
ბ) აწარმოოს სტატისტიკური დაკვირვების ფორმების არქივი;
გ) განახორციელოს პერსონალური მონაცემების კონტროლი და დამუშავება;
დ) უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება გამოვლენილ სამართალდარღვევებზე;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
V. დასკვნითი დებულებანი
13. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
14. ტერიტორიული ორგანოს შექმნის, რეორგანიზებისა და ლიკვიდირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.