ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2023
გამომცემი ორგანო ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-17. 17233003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2023
matsne.gov.ge 212 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 25.11.2022 ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის (ქუჩა, ჩიხი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 24.02.2023 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშეთში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 20.06.2023 ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის თბილისის ქუჩისთვის ტარიელ გელანტიას სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 23.10.2025 ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 90% 09.10.2025

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება გ-17. 17233003 2023 წლის 27 ოქტომბერი ქ. ბორჯომი ქ. ბორჯომი, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტისათვის (სკვერი) სახელწოდების მინიჭების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სამთავრობო კომისიის 2023 წლის 10 ოქტომბრის №39 ოქმის საფუძველზე: 1. ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს (სკვერი ს/კ 64.23.02.242) მიენიჭოს „ზაალ ბარათაშვილის“ სახელი. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. 4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N60ა). ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  დავით ზაალიშვილი