საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის კრიტერიუმებისა და მათი მიღება - გამოცვლის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.02.2005
ძალის დაკარგვა 30.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.007.063
გამოქვეყნების წყარო სსმ, 16, 14/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 835 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2005 მიღება
30.06.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის კრიტერიუმებისა და მათი მიღება - გამოცვლის წესების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} h6 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.11.004.007.063 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №3 2005 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 41-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესები. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საბჭოს თავმჯდომარე      ი. მანაგაძე საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი წესები ეს წესები შემუშავებულია ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 41-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოშვებული ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მათი მიღება-გამოცვლის წესებს, რომლის დაცვაც სავალდებულოა ყველა პირისათვის.     მუხლი 2🔗. საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმები ეროვნული ვალუტის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც არ იწვევენ ეჭვს ნამდვილობაში, ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით იყოფა ოთხ კატეგორიად: 1. I კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი დაუზიანებელი ფულის ნიშნები. 2. II კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი უმნიშვნელო დაზიანების მქონე ფულის ნიშნები, როგორიცაა: ა) ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ ბუნებრივი მოძველების შედეგად არსებული დეფექტები, გაჭუჭყიანებულია, აქვთ მცირე ნახევები, წარწერები და ლაქები, რომლებიც არ ცვლიან ბანკნოტისათვის აუცილებელ ყველა რეკვიზიტსა და ღირებულებას; ბ) მონეტები, რომლებსაც აქვთ უმნიშვნელო ნაკაწრები და კოროზიის ნიშნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, შენარჩუნებული აქვთ ფერი, ავერსისა და რევერსის მკვეთრი გამოსახულებები. 3. III კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი მნიშვნელოვანი დაზიანების მქონე ფულის ნიშნები, როგორიცაა: ა) ბანკნოტები, რომელთაც შეცვლილი აქვთ ფერი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ნამდვილობისა და ნომინალის დადგენა; ბ) დახეული და შეწებებული ბანკნოტი, როდესაც მტკიცდება, რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნებიან ერთი და იმავე ბანკნოტს; გ) დაზიანებული ბანკნოტები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ორიგინალური ბანკნოტის ზომის არანაკლებ 52 პროცენტი და ერთ-ერთი სერიული ნომერი; დ) ნებისმიერი დაზიანების მქონე მონეტები, თუ შესაძლებელია მათი ნომინალისა და ნამდვილობის დადგენა და შენარჩუნებულია ორიგინალური მონეტის ზომის არანაკლებ 52 პროცენტი. 4. IV კატეგორიას მიეკუთვნება განზრახ და ისეთი დაზიანების მქონე ფულის ნიშნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში.     მუხლი 3🔗. ეროვნული ვალუტის დაზიანებული ბანკნოტებისა და მონეტების გამოყენებისა და გამოცვლის წესები 1. ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას III და IV კატეგორიის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებაზე. 2. კომერციული ბანკები და სხვა იურიდიული პირები ვალდებული არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ I, II და III კატეგორიის ფულის ნიშნები. 3. კომერციული ბანკები უზრუნველყოფენ კლიენტის მიერ შემოტანილი თანხების დახარისხებას და შემდგომი გამოცვლის ან შესაბამის ანგარიშზე ასახვის მიზნით II და III კატეგორიის ფულის ნიშნების ეროვნულ ბანკში ჩაბარებას. 4. IV კატეგორიის ფულის ნიშნები ითვლება გადასახდელად უვარგისად, არ ექვემდებარება გამოცვლას და იურიდიულ პირს (მათ შორის, კომერციულ ბანკს) არა აქვს ანგარიშსწორებისათვის მათი მიღების უფლება.  5. იმ შემთხვევაში, თუ IV კატეგორიის ბანკნოტებისა და მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებებისა ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.